ივერიონი / ბრძოლის ველიდან გაქცევა, ჩემი სტილი არ არის!

ბრძოლის ველიდან გაქცევა, ჩემი სტილი არ არის!

 

 

ამ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გავაკეთე, სადაც გულწრფელად ვწერდი, რომ თავს ავარიდებდი სადღეისოდ პრობლემატურ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, რადგან, მუდმივად მსაყვედურობენ, რომ განსხვავებული აზრების დემონსტრირებით საზოგადოებაში პესიმიზმს ვაღვივებ.ვწერდი იმასაც, რომ ჩემი პოზიციის გამო თვით ახლობლებიც კი ღიზიანდებიან...

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემს განცხადებას, რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. თუ ერთნი ბრძოლის ველიდან გაქცევას მსაყვედურობდნენ, მეორენი, ამპარტავნებაში მდებდნენ ბრალს - თითქოსდა იმით ვარ უკმაყოფილო, რომ ჩემს სტატია-სტატუსებს ბევრი ლაიქები და კომენტარები არა აქვს (ყველაფერი შეიძლება დამაბრალონ, მაგრამ, ამპარტავნება არა, რადგან, ის ჩემში არ ზის!). გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც კმაყოფილნი დარჩნენ ჩემი გადაწყვეტილებით - მათი ქვეტექსტებიდან აშკარად იკითხებოდა, რომ, ძალიან გაუხარდათ, რადგან, ჩემი „წვეტიანი“ (შემტევი, განსხვავებული) აზრებით მათ მყუდროებას არ დავარღვევ!

 

მე პირადად, პირველ შეფასებას ვემხრობი-დღეს „ბრძოლის ველიდან“ გაქცევა ღალატის ტოლფასია, თუნდაც შენს ჯახირს არსებითი შედეგი არ მოჰქონდეს!

 

ამდენად, ჩემი ემოციური განცხადება შეცდომად ჩავთვალე, რადგან, ამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე იმდენი რამ მოხდა, განზე გადგომა და პირში წყლის ჩაგუგება ვერ არის ვაჟკაცური საქციელი, მითუმეტეს, როცა სიტუაციის რეალურად აღქმა და შეფასება შეგიძლია.

 

ყველაფერს არ მოვედები, მაგრამ, ერთ არსებით საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ქართული მედიის და სოციალური ქსელის საჯილდაო ქვად იქცა!

 

საქმე ეხება 13 ამერიკელი კონკრესმენის განცხადებას, სადაც ბიძინა ივანიშვილია გამოყვანილი საქართველოს განვითარების მუხრუჭად და მას რუსულ ორიენტაციაშიც ადანაშაულებენ.ეგ კიდევ არაფერი, არამკითხე კონგრესმენები რევოლუციური სცენარის განვითარების შესაძლებლობაზეც საუბრობენ.

 

ამ განცხადებას ისეთი კაკაფონია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, რომ შეუძლებელია ყურადღების მიღმა დატოვო.

 

ვიტყვი პირდაპირ: სასაცილოა ასეთი აჟიოტაჟის შექმნა არამკითხე ამერიკელი კონკრესმენების „წვეტიან“ განცხადებებზე, მაშინ, როცა სამყარო, როგორც არასდროს, ატორტმანებულია და მისი ბედი ერთი საყრდენიდან (წერტილიდან) წყდება, როცა სახელმწიფოთა ბედს არა რიგითი კონგრესმენები, არამედ, მსოფლიო შეთქმულების მკაფიოდ გამოკვეთილი ჯგუფი, ანუ მსოფმთავრობა განსაზღვრავს (რა მნშვნელობა აქვს სახელსა და გვარებს - მასკი იქნება, ბილ გეიტსი, როკფელერების თუ როტშილდების გილდიის წარმომადგენლები).

 

ბოლო სამი თვის მანძილზე დაპაუზებულმა და ერთ თარგზე გადაყვანილმა მსოფლიომ, დაგვანახა, რომ, კაცობრიობას უმძიმესი პერსპექტივა ელოდება, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს ხელისუფლება მოსყიდულია და ბნელი ძალების დირექტივებს მორჩილად ასრულებს, რომ, ჯანმო, რომელიც ადამიანთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე უნდა იდგეს, ყველაზე საიმედო ინსტრუმენტია სატანისტების ხელში კაცობრიობის მოსაშთობად, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც მისი „რეკომენდაციების“ უსიტყვო შემსრულებელია, რომ, ჩვენც ნელ-ნელა შემოგვაპარეს უაზრო შეზღუდვები, რომელსაც, როგორც ვატყობ, შემოდგომა-ზამთარში კატასტროფული გაგრძელებები მოჰყვება, რომ, ქართველი ხალხი უკვე ცხვარიც არ არის, რომ გაცხარდეს, რომ, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დარჩება, ან ვინ მოვა ხელისუფლებაში მომავალი საპარლამენტო არჩევნების გზით - „ქართული ოცნება“ თუ ბოლომდე გაძარცულ-გახრწნილი ოპოზიციის კონგლომერატი.

 

განსხვავება იმაში იქნება, რომ თუ დღევანდელ ხელისუფლებას დინჯად, არააგრესიულად მიჰყავს ხალხი ესაფოტზე, სხვა ძალების მოსვლის შემთხვევაში, ეს პროცესი დაჩქარდება და ასევე დაჩქარებულად მოგვიღებენ ბოლოს!

 

ამ ფონზე ივანიშვილზე აპელირება, ან ამერიკელ კონგრესმენთა ნაბჟუტურებზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება, სრული აბსურდია.

 

დაიჯერეთ ხალხო, დღეს ივანიშვილი არ ქმნის საქართველოში პოლიტიკას, არც მისი „პრორუსობა“ დაიჯეროთ, რადგან, კორონაისტერიამ აშკარად დაადასტურა, რომ რუსეთის თანამედროვე „ბელადი“ - პუტინიც მსოფლიო შეთქმულების ავანგარდშია და პროამერიკული და პრორუსული ორიენტაციით ხალხის გაბრუება წინასწარ გათვლილი ავანტიურაა, რომელსაც ჩვენ წამოვეგეთ!

 

ასე, რომ, გაიყვანენ თუ არა ივანიშვილს თამაშიდან, ეს არსებითად არაფერს შეცვლის, არც არჩევნები მოგვიტანს ხეირს, რადგან, ასარჩევი არავინაა.

 

ერთადერთი გამოსავალი ისევ ჩვენს გამოფხიზლებასა და აქტიურობაშია.ყოველ შემთხვევაში, თავსმოხვეული უაზრო შეზღუდვების გაპროტესტებაში (თან დროც არ ითმენს), რომ ხვალ-ზეგ, უფრო მკაცრი რეალობის წინაშე არ დავდგეთ. ამისთვის განსხვავებულად მოაზროვნე და თავგანწირული ადამიანების ერთობაა საჭირო!

 

ნუ გვექნება იმედი, რომ ივერია თავისით გაბრწყინდება!!!

 

 

12-06-2020, 12:28
უკან დაბრუნება