ივერიონი / რატომ არ აშენდა „ანაკლია პორტი“ და რა საერთო აქვს მას აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებთან?

რატომ არ აშენდა „ანაკლია პორტი“ და რა საერთო აქვს მას აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებთან?

ალბათ, კარგახანს ვერ გამოვა, თანამედროვე კაცობრიობის მოაზროვნე ნაწილი, აშშ-ში ჩავლილი, „პრეზიდენტის არჩევნების“ მოულოდნელი შოკიდან!

 

- რატომ?

- იკითხავს მავანი!

 

რადგან, ამ ცოდვილი დედამიწის ზურგზე მცხოვრებთა (განურჩევლად კონტინენტისა) უდიდესი ნაწილი, აშშ-ს მოვალე, ან მისი კოლონიის აბორიგენია, როგორც ჩვენ - ქართველები და ამიტომ გვმართებს მისდამი „თვალში ციცინი“ თუ არა, საგანგებო ინტერესი: რა ხდება ბატონის სახლში?!

 

ბუნებრივია, სხვებთან ერთად, მეც დიდ მოლოდინში ვიყავი, რა მოხდებოდა ამ არჩევნებზე, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე იმპერიაში - ამერიკის შერთებულ შტატებში. არ გაგიკვირდეთ, ე.წ. „დემოკრატიის სავანეში“ დატრიალებულმა ამბებმა ბავშვობა გამახსენა, ყოველ შაბათ-კვირას, სოფლის კლუბისკენ რომ გავრბოდით კინოს სანახავად.

 

კინოს „ჟურნალი“ უძღოდა წინ - ხშირად, ფილმზე არანაკლებ საინტერესო.

 

აქედან დარჩა ხალხის მეხსიერებაში:

 

- „ეს ჟურნალია, შენ კინო ნახეო!“

 

ბევრი რამ წარსულიდან რომ მეორდება, რა თქმა უნდა კარგია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, - კარგი თუ მეორდება!

 

რამდენად კარგია, დრო შეაფასებს, მაგრამ აშშ-ს „პრეზიდენტის“ არჩევნებს „ჟურნალად“ საქართველოში „პარლამენტის არჩევნები“ რომ წარემძღვარა, სწორედ ამან გამახსენა ჩემი ბავშვობა და სოფლის კლუბი.

 

გასული წლის 31 ოქტომბრიდან „აირია მონასტერი“ საქართველოში!

 

პარლამენტის არჩევნები ქვეყანაში: პუტჩისტთა, ყაჩაღთა, კაცის მკვლელთა, ნარკომანთა, ლესბოსელთა, ჰომოსექსუალთა და უცხო ქვეყნების ჯაშუშთა სათარეშოდ იქცა.

 

ამათ შემყურეს, ჩემი მეგობრის ბაბუის დიდი ხნის წინანდელი ნათქვამი მახსენდება:

 

„ეგ არაფერია, რაც ახლა გვჭირს, ისეთი დრო დადგება, ერთ ჭკვიანს ასი გიჟი აკავებდეს და კოჭავდესო!“

 

სწორედ ეს დრო უდგას ჩემს სამშობლოს, რადგან დიდი ხანია აქ დაბადებული, მაგრამ ცხრა მთას იქით დაფრთიანებული და გაწვრთნილი ნაქართველარნი მართავენ მას!

 

ახლა, როცა ყველაფერი ჩავლილია, შეგვიძლია პირჯვარი გადავისახოთ და უფალს შევთხოვოთ:

 

ღმერთო, შენ დაიფარე ყველა ხალხი და ქვეყანა, ისეთი სირცხვილისგან, რაც „დემოკრატიის“ სამშობლოდ წოდებულ აშშ-ში მოხდა და გაანთავისუფლე ჩემი სამშობლო, მათ მიერ გაწვრთნილი თაღლითებისგან!

 

აქ, ცოტა ხნით გადავუხვევ სათქმელს და ისევ ბავშვობის წლებს მივუბრუნდები:

 

აშშ-ში მიმდინარე არჩევნების დღეებში, რამდენჯერმე დამესიზმრა ბიძაჩემის ყავისფერი რადიომიმღები, ასეთივე ფერის ბარხატგადაკრული, ერთადერთი ჩამრთველი ხმის სარეგულირებელით, ღამის პირველ საათზე რომ მივუსხდებოდით და გამთენიამდე „ამერიკის ხმას“ ვუსმენდით.

 

მომდევნო შაბათ-კვირამდე ვარჩევდით მონასმენს ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად და ასე ვიზრდებოდით, „თავისუფლების“ წყურვილით დაავადებულები.

 

„აშშ“ ჩვენთვის, სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გარანტიის, სამართლიანობის სიმბოლო იყო!

 

ყველაფერი ეს, - ერთბაშად დაინგრა, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის არჩევნების დღეებში!

 

მომაკვდინებელია ყველაფერი ეს,ქართული სინამდვილისთვის, რადგან არც პოზიციას და არც ოპოზიციას საკუთარი ხედვა არ გააჩნია და ყველაფერი ჩვენი ქვეყნის უპირველესი პარტნიორის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული, რა მოხდება მომავალი ოთხი წელი ჩვენს სამშობლოში.

 

გაიხსენეთ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ (მაშინაც, იმდენად მოულოდნელი იყო არჩევნების შედეგი), კარგახანს არ სცნობდა საქართველოს მთავრობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას. ვიდრე იქ მდგომარეობა არ დალაგდა, ქართული მასმედიაც ჯიუტად იკავებდა თავს საკუთარი აზრი გამოეთქვა, ან მხოლოდ იმის „კოპირებას“ ახდენდა, საითკენაც  ლიბერასტების სიო დაუბერავდა აშშ-ში.

 

მაშინ, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამ პროცესებისთვის, ისინი მოგვიანებით აღმოჩნდა ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი.

 

2012 წლიდან, გარდა იმისა, ქვეყანა კაცის მკვლელების და ადამიანის უფლებების ფეხქვეშგამთელავებისგან განთავისუფლდა, რამდენიმე ზემნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომელთა შორის „ანაკლია პორტი“ საუკუნის პროექტად იქნა შერაცხული და 2012 წლიდან, მის გარშემო მიმდინარე  (ხშირ შემთხვევაში სკანდალურ) მოვლენებში აქტიურად ვარ ჩართული.

 

2015 წლის დეკემბრამდე, საქმე ისე მიდიოდა, „ანაკლია პორტის“ ტენდერს უპირობო ფავორიტი, კონსორციუმი „ანაკლია პორტი და ეკოპარკი“ ჰყავდა, პორტის პროექტზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო ექსპერტების (Ernst & Young)მიერ მოწონებული „ანაკლია პორტის წინა საპროექტო ხედვით“ და კონსორციუმში შემავალი, ჩინური და ამერიკული გიგანტი კომპანიების მონაწილეობით, პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფით.

 

2015 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, საქართველოს მთავრობაში მოულოდნელი ცვლილებების შემდეგ, მოკლე დროში, რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა და „ანაკლია პორტის“ ტენდერის ფავორიტის როლში, ერთი წლის წინ დაფუძნებული, ყოველგვარი გამოცდილების და პორტის მშენებლობზე წარმოდგენის არმქონე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“, იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოგვევლინა!

 

ორი წლის მანძილზე გაწელილი ტენდერი, დაჩქარებული წესით, ქვეყნის ახალმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა მოადგილემ ქუმსიშვილმა თვენახევარში დაასრულეს. ტენდერის ფინიშის სწორზე დარჩენილ კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ საქმიანი შენიშვნები (რომელთა გადაწყვეტის გარეშე პროექტი ვერ იმუშავებდა, რაც მოგვიანებით ცხადი გახდა და ჩაიშალა კიდეც) უპასუხოდ დატოვეს და 2016 წლის 8 თებერვალს  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამარჯვებულად გამოაცხადეს.

 

იმათთვის, ვისაც მცირე წარმოდგენა მაინც ჰქონდა, რა მასშტაბისაა, წელიწადში 100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვის, 5,5 მილიარდ დოლარად შეფასებული პორტის მშენებლობა, დაუჯერებელი და ამოუხსნელი დარჩა, თუ რატომ მიიღო საქართველოს მთავრობამ, პროექტის დასაღუპად განწირული გადაწყვეტილება, როცა მისი ბედი ანდო კონსორციუმს, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენე, ტენდერის დასრულებამდე ერთი წლით ადრე დაფუძნდა და საქმის ცოდნას და გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც პორტის მშენებლობის ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია გააჩნდა!!!

 

სამი წლის განმავლობაში, „ანაკლია პორტის“ მშენებლობა ადგილიდან არ დაძრულა (თუ არ ჩავთვლით ზღვის ფსკერიდან ამოტუმბულ 5 მილიონ კუბურ მეტრ მომწამვლელ მასას, რომელიც 100 ჰექტარ ფართობზე 8 მეტრის სიმაღლეზეა დაზვინული) და 2019 წლის დეკემბერში, მრავალგზისი, უსაფუძვლო დათმობების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, გაბედა და გადაწყვიტა ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ჩამოერთვა პორტის მშენებლობის უფლება.

 

ეს მაშინ, როცა ტენდერის პირობების მიხედვით:

 

ტენდერში გამარჯვებულს, პირველი ეტაპის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დაესრულებინა და ანაკლიის პორტში გემები უნდა შემოსულიყო!

 

ყურადღება მიაქციე მკითხველო, ამ პირობის შესრულების შემთხვევაში:

 

ვერანაირი პანდემია „ანაკლია პორტის“ მშენებლობას ხელს ვერ შეუშლიდა და იგი უპირობოდ გაგრძელდებოდა იმ კომპანიის მიერ, ვისაც იგი „სამრეწველო-სავაჭრო პორტად“ ჰქონდა დაგეგმილი და ამ მომენტისთვის,ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ექნებოდა დახარჯული.

 

მავანთა დანაშაულებრივი ქმედების გამო დამდგარ შედეგს, ორმაგად ამძიმებს ის ფაქტი, რომ ტენდერში მონაწილეთაგან საუკეთესო კომპანიის შესარჩევად, ძვირად ღირებული (ამბობენ, 3 მილიონი ევრო გადაუხადეს მათ), გერმანელი ექსპერტები იყვნენ მოწვეულნი, რომლებიც პასუხს აგებდნენ მათ მიერ შერჩეული კომპანიის სანდოობაზე.

 

თუ კი, საქართველოში ჩედენილ საუკუნის დანაშაულზე, ოდესმე პასუხის მომთხოვნი გამოჩნდა ქვეყანაში, გერმანელი ექსპერტები, პასუხისგებას ვერ აცდებიან, მათი არჩევანის გამო!

 

მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯის მართებულებაზე ეჭვები მაშინ გაძლიერდა, როცა ტენდერის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა - მშენებლობა 2016 წლის პირველ ივნისს დაწყებულიყო, დაირღვა და წლის ბოლომდე გადაიტანეს!

 

სხვა, უფრო საშიში ეჭვიც არსებობდა ტენდერის გამოცხადების დღიდან და იგი, პორტის დანიშნულების „ნამდვილობას“ ეხებოდა.

 

ერთ-ერთმა პირველმა მე ვახსენე, რომ:

 

ანაკლიაში, არა „სამრეწველო სავაჭრო პორტის“, არამედ „სამხედრო ბაზის“ მშენებლობას აპირებდნენ! 

 

ქვეყნის მთავრობა და ე.წ. „ტენდერში გამარჯვებული“ ამას ყურადღებას არ აქცევდა, ეშმაკზე გაყიდული ქართული მასმედია (იშვიათი გამონაკლისის გარდა), ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფდა.

 

ყველასთვის მოულოდნელად, როცა 2019 წლის დეკემბერს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლია პორტის მშენებლობას ჩამოაშორეს, გამოჩნდნენ „ნატოს“ გადამდგარი გენერლები და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბატონი პომპეო, რომლებმაც დაუფარავად განაცხადეს, რომ „ანაკლია პორტის“ მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, იგი აშშ-ის და „ნატოს“ ინტერესებში შედისო!

 

გასულ წელს კი, არაერთგზის ახსენეს „ანაკლია პორტის“ მშენებლობა „ნატოს“ სამხედრო ძალებთან კავშირში.

 

ზემოთ, დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები (08.11.2016) ვახსენე. ისიც გავიხსენოთ, რომ, მაშინ, მისი კონკურენტი, დემოკრატების წარმომადგენელი, ქალბატონი ჰილარი კლინტონი იყო.

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტყოფილ სააკაშვილს, ქალბატონ კლინტონთან, როგორც ამბობენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

 

საინტერესოა ასევე, მაშინდელი პრემიერ კვირიკაშვილის და სააკაშვილის სიმპათიები ერთმანეთისადმი, რომელიც მისი პრემიერობიდან განთავისუფლების შემდეგ საქვეყნოდ გამჟღავნდა.

 

იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ქ-ნი კლინტონი არანაკლებ რადიკალურია,  ვიდრე, პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი. ადვილი წარმოსადგენია, ამ ქალბატონის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რა უბედურება შეიძლებოდა საქართველოში (რაც, სამწუხაროდ,  ჯერ კიდევ წინ გვაქვს ანაკლიაში) დატრიალებულიყო!

 

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, აქ გაიხსნა „გორდიას კვანძი“, თუ რატომ გამოაცხადეს „ანაკლია პორტის“ ტენდერის გამარჯვებულად „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“, იგივე  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელსაც საჯარო რეესტრის მიერ გაცემული, რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი ქაღალდის მეტი არაფერი გააჩნდა!

 

თუმცა, ნუ ვიჩქარებთ: „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“  და მისი სამთავრობო ლობისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ქ-ნი კლინტონი, მსოფლიო პოლიტიკაში უცნობ ტრამპს უპრობლემოდ დაამარცხებდა და ანაკლიაში, პორტად წოდებული „სამხედრო საზღვაო ბაზა“ ასევე უპრობლემოდ დაფინანსდებოდა, რომელიმე არსებული ბაზის პროექტიც მოერგებოდა და ამისთვის სულაც არ იყო პორტის მშენებლობის გამოცდილება საჭირო.

 

ამასობაში, კიდევ ერთი საიდუმლოც გაცხადდა, თუ რატომ მოსთხოვა ე.წ-მა „ტენდერში გამარჯვებულმა“ მთავრობას კატეგორიულად, პორტის მშენებლობის დაწყების ვადის, პირველი ივნისის ნაცვლად, 2016 წლის ბოლომდე გადაეტანა!

 

ტენდერში გამარჯვებულს და მათ ლობისტებს დროის მოგება სჭირდებოდათ (აშშ-ში, პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს იყო დანიშნული), რომ მათ მიერ დაგეგმილი თანადგომა მიეღოთ, მაგრამ, როგორც უკვე ვახსენეთ, კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის საიდუმლო გეგმა, თავდაყირა დააყენა აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგმა და ასე ჩაიშალა ანაკლიაში „სამრეწველო-სავაჭრო პორტს“ ამოფარებული „სამხედრო ბაზის“ მშენებლობა!

 

(ცალკე და უმძიმესი თემაა, რა საშიშროებას მოიცავს „სამხედრო ბაზის“ მშენებლობა ანაკლიაში).

 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ, ანაკლიაში პორტის მშენებლობის ახალი ტენდერი გამოაცხადა. ახალი ტენდერის გამოცხადება (ისევე, როგორც პირველი, ჩავარდნილი ტენდერი) აშშ-ს პრეზიდენტის  არჩევნების სკანდალურ მოვლენებს ემთხვევა, რაც არასასიამოვნო მოგონებებს იწვევს.

 

შეცდომები რომ არ განმეორდეს, ახალი ტენდერის პირობებში ბევრი საკითხი ბუნდოვანია, რაც სასწრაფოდ უნდა გასწორდეს და არაორაზროვნად გაცხადდეს:

 

1. არაფერია ნათქვამი, პორტის დანიშნულებაზე და მისი აშენების ადგილზე.

 

2. რას უპირებენ, ხაზარაძის და მისი ავანტიურისტების მიერ ზღვის ფსკერიდან ამოტუმბულ, შეუსწავლელ მასას, რომელიც წელიწადზე მეტია ანაკლიას და ანაკლიელებს წამლავს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით)!

 

3. ცნობილია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ შერჩეული ადგილი არ შეესაბამება „სამრეწველო-სავაჭრო პორტისთვის“ მისადაგს და იგი, მდინარე თიქორის შესართავთან, ერთი კილომეტრით სამხრეთითაა გადასატანი.

 

გამომდინარე აქედან პირველ რიგში, ზღვის ფსკერიდან ამოტუმბული მომწამლავი მასის უვნებელყოფაა გადასაწყვეტი, რაც მისივე შემოქმედს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უნდა დაეკისროს, ან ტენდერის პირობებში, პირველი რიგის მოსაგვარებელ საკითხად შევიდეს!

 

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, უახლოეს დღეებში, „ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფი“ მეცნიერულად შესწავლილ და დასაბუთებულ პროგრამას წარუდგენს, საქართველოს მთავრობას.

 

დავით ქობალია

10-02-2021, 14:05
უკან დაბრუნება