ივერიონი / სისხლიანი ისტორია - ხოჯალის გენოციდი

სისხლიანი ისტორია - ხოჯალის გენოციდი

Qanlı tarix – Xocalı soyqırımı

GÜRCÜ DİLİ

 

 

”ხოჯალის გენოციდი, რომელიც მთელი აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, გახლავთ კაცობრიობის ისტორიაში ბარბაროსული ქმედების გამოვლინება; იგი წარმოუდგენელი სისასტიკითა და სასჯელის არაადამიანური მეთოდებით ხასიათდება. ეს გენოციდი ასევე მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ისტორიული დანაშაულია.”

 

ჰეიდარ ალიევი

 

”ხოჯალის ტრაგედია იყო სისხლიანი ფურცელი გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკისა, რომელსაც სომეხი ნაციონალისტები საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდნენ თურქი და აზერბაიჯანელი ხალხების წინააღმდეგ.”

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

 

ილჰამ ალიევი

 

 

 

ხოჯალის ტრაგედია, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საზარელი დანაშაულია მსოფლიო ისტორიაში, იგი სამუდამოდ აღიბეჭდება ადამიანთა მეხსიერებაში, როგორც ყველა დროის ყველაზე სისხლიანი ფურცელი. დაუნდობლად ამოჟლეტილი მშვიდობიანი აზერბაიჯანელების რაოდენობასთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ უდანაშაულო ადამიანების წამების უკიდურესი სიმხეცით დაღდასმულ ფაქტებზე, ადამიანის ტრაგედიაზე, რომლსაც თავისი სისასტიკით  ხატინის, ლიდიზასა და ორადურის გენოციდებიც კი ვერ შეედრება.

 

1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს 366-ე პოლკის სამხედრო ტექნიკამ არტილერიისა და ტანკების მეშევობით ცეცხლი გაუხსნა და ბომბები დაუშინა აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერ კუთხეს - ქალაქ ხოჯალის... დაბომბვის შემდეგ შეიარაღებული ძალები ქალაქში სამი მხრიდან შემოიჭრნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლად გადარჩენილმა ხოჯალიელებმა - ბავშვებმა, ქალებმა და მოხუცებმა -  თოვლიანი უღელტეხილებით ტყე-ღრეს შეაფარეს თავი, სომხურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სიცივისაგან გათოშილი და ქანცგაწყვეტილი ადამიანების ნაწილი განსაკუთრებული სისასტიკით ამოხოცეს სოფელ ნახჩივანლის მახლობლად და ასკერანის ველებზე...

https://mod.gov.az/az/xocali-soyqirimi-411/

 

ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც 28 თებერვალს და 1 მარტს შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენით ჩავიდნენ, საზარელი სცენის მოწმენი დახდნენ. სომეხ ვანდალებს გვამებისათვის  ყურები და კიდურები მოეჭრათ, ზოგი მათგანისთვის კი შინაგანი ორგანოები და თვალები ამოეკვეთათ. გამოვლინდა მრავალი სულისშემძვრელი ფაქტი. კერძოდ ის, რომ დახოცილებს აღენიშნებოდათ დანისა და ტყვიის უამრავი ჭრილობა, დადასტურდა, რომ მძიმე ტენქნიკით ამოჟლიტეს და ცოცხლად დაწვეს მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ტყვედ ჩავარდნილ 4 მესხ თურქსა და 3 აზერბაიჯანელს თავები მოჰკვეთეს სომხეთა სასაფლაოზე და კიდევ თვალები დასთხარეს 2 აზერბაიჯანელს. აღნიშნული ბარბაროსული ინციდენტის გამოძიების დროს გაირკვა, რომ სომხებმა ტყვედ ჩავარდნილ ორსულ ქალებს ჯარისკაცის დანით მუცლები გამოფატრეს და ჯერარშობილი ჩვილები ძაღლებს მიუგდეს. უღვთოდ გამოფატრულ მუცლებში კი  ჭურვები, ცოცხალი კატები, გველები, ბაყაყები  და სხვა ქვეწარმავლები მოათავსეს და ამოკერეს, რის შემდეგაც უტიფრად უყურებდნენ როგორი აუტანელი ტკივილებით ღაფავდნენ სულს უმწეო ქალები.

https://az.wikipedia.org/wiki/Xocalı_soyqırımı

 

იმ დღეებში მთელ მსოფლიოში გავრცელდა უცხოელი ჟურნალისტების სტატიები სომხების მიერ ხოჯალში ჩადენილი ამ სისასტიკის შესახებ...

 

”სომეხები თავს დაესხნენ ხოჯალის. მთელმა მსოფლიომ იხილა საშინლად დასახიჩრებული გვამები”. (ჟურნალი Krua l 'Eveneman-ი. პარიზი, 1992 წლის 25 თებერვალი); 

 

”სომეხმა ჯარისკაცებმა ათასობით ოჯახი ამოწყვიტეს”. (გაზეთი Sunday Times-ი, ლონდონი, 1992 წლის 1 მარტი);

 

სომხებმა აღდამისკენ მიმავალი ჯგუფი დახვრიტეს”. (გაზეთი Financial Times-ი, ლონდონი, 1992 წლის 9 მარტი); 

 

”უამრავი გვამი საშინლად იყო დასახიჩრებული, პატარა გოგონასგან მხოლოდ თავიღა დარჩენილიყო”. (გაზეთი Times-ი, ლონდონი, 1992 წლის 4 მარტი); 

 

”ვიდეოკამერამ გვიჩვენა ბავშვები, რომლთათვისაც ყურები მოეჭრათ. ერთ ქალს ნახევარი სახე არ ჰქონდა, მამაკაცებისთვის კი თავის ქალები აეტყავებინათ. (გაზეთი „იზვესტია“, მოსკოვი, 1992 წლის 4 მარტი); 

 

ხოჯალიში მოკლულ ქალებსა და ბავშვებს შორის ჩვენ ვიხილეთ 3 გვამი, რომლებსაც თავის ქალები ჰქონდათ ატყავებული და ფრჩხილები ჰქონდათ დაძრობილი. ეს არ არის აზერბაიჯანელების პროპაგანდა, არამედ სრული რეალობა. ” (გაზეთი Le Monde, პარიზი, 1992 წლის 14 მარტი);  

 

მაიორი ლეონიდ კრავეცი: მე პირადად ვნახე ასამდე გვამი გორაზე. ბიჭს თავი არ ჰქონდა. ყველგან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დასახიჩრებული გვამები იყო”. (გაზეთი „იზვესტია“. მოსკოვი, 1992 წლის 13 მარტი); 

 

„შეუძლებელია გამართლება მოუძებნო ხოჯალოში დატრიალებულ ბოროტმოქმედებას მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში“ (ბრიტანული ტელეკომპანია "Fant men news"-ი)... 

 

https://azerbaijan.az/related-information/113

 

ხოჯალის ოკუპაციისა და ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი სისასტიკის გამოძიების მასალებიდან:

 

„ქალაქ ხოჯალიში განხორციელებული ვანდალიზმის მთავარი დამნაშავენი  არიან სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები და 366-ე მოტომსროლელი პოლკის პირადი შემადგენლობა. ხოჯალის გენოციდის დროს სომხებისა და მათი დამქაშების ქმედებები არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების უგულებელყოფა, როგორებიცაა - ჟენევის კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი, დეკლარაცია საგანგებო მდგომარეობისა და სამხედრო კონფლიქტების დროს ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოების დაცვის შესახებ. შეტევაში მონაწილეობა მიიღო 366-ე პოლკის მე -2 ბატალიონმა, რომელსაც სომხური არმიის მაიორი ოჰანიან სეირან მუშეგოვიჩი (შემდგომში სომხეთის თავდაცვის მინისტრი) მეთაურობდა, მე-3 ბატალიონმა, რომელიც ევგენი ნაბოკიხის მეთაურობით მოქმედებდა და I ბატალიონმა, რომელსაც შტაბის უფროსი შტიჩიან ვალერი ისაევიჩი ხელმძღვანელობდა, ასევე შეტევაში ჩართული იყო 50-ზე მეტი სომეხი ოფიცერი და პროპორჩიკი, რომლებიც იმჟამად პოლკში მსახურობდნენ.

 

გენოციდს 613 ადამიანი შეეწირა. მათგან 63 ბავშვი, 106 - ქალი,  70 - მოხუცია; 8 ოჯახი მთლიანად იქნა განადგურებული; 25 ბავშვმა ორივე მშობელი, 130 ბავშვმა კი ერთი მშობელი დაკარგა; დაშავდა 487 ადამიანი, მათ შორის 76 ბავშვი; 1275 ადამიანი ტყვედ ჩავარდა; 150 კაცი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება: მთლიანად განადგურებულ იქნა 1 ქალაქი, 1 დასახლება, 8 სოფელი, 2495 სახლი, 31 სამრეწველო ობიექტი, 15 სასოფლო-სამეურნეო პუნქტი, 20 საგანმანათლებლო, 14 ჯანდაცვის დაწესებულება, 56 კულტურული, 5 საკომუნიკაციო ობიექტი და ა.შ. ”.

 

თითოეული ამ ციფრის უკან ადამიანის ბედს დგას და ეს ციფრები გახლავთ მაჩვენებელი საშინელი ტრაგედიისა, რომელიც სომხეთმა ჩაიდინა აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილის მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქის სომხეთთან მიერთების მიზნით.  

 

https://ombudsman.az/az/view/pages/163/

 

 

 

27-02-2021, 11:20
უკან დაბრუნება