ივერიონი / "მშვიდობით, ჩემო კოხტა. შევხვდებით მარადისობაში" - ცნობილი ბარიტონი დეიდას ემშვიდობება

"მშვიდობით, ჩემო კოხტა. შევხვდებით მარადისობაში" - ცნობილი ბარიტონი დეიდას ემშვიდობება

 

ცნობილი გახდა, რომ პოპულარული საოპერო მომღერლისა და პროდიუსერის დავით ღვინიანიძის გამზრდელი დეიდა დღეს გარდაიცვალა. 

 

ცნობილი მომღერალი გულისამაჩუყებელი ფეისბუკპოსტით ეხმაურება ამ ტრაგიკულ ამბავს.

 

 

"ჩემო სითბოვ, ჩემო გულო, ჩემო გამრზდელო, ჩემი ცხოვრების და ყველა წარმატების ფუძემდებელო, დეიდა, დეიდული! მეწვის ყველა უჯრედი, გული, სული! ჩემო ჯანმრთელო სულით და ხორცით, ცხოვრებაში არ მახსოვს შენი ავადმყოფობა და როგორ მოგიღო ბოლო ამ ვერაგმა დაავადებამ?!

 

 ვერ გიშველე ვერაფარით, ჩემო გულისცემავ! 

 

 მახსოვს ყველა შენი სითბო, მოფერება, ისიც კი ვიცი, რომ შენ თამუნა დატოვე და მე მზრდიდი, როცა დედა ავად იყო ჩემი დაბადების შემდეგ. შენს კალთას ამოფარებული გავიდა ყველაზე ბედნიერი სტუდენტობის წლები! ყველაზე მეტად მიყვარს დათოო და მე რით დაგეხმარო, ჩემო ცხოვრებავ!

 

 მშვიდობით, ჩემო კოხტა, კოკროჭინა ფერია, შეხვედრამდე, შემო ლამაზო. უკვე აღარ მეშინია არაფრის იმიტომ, რომ შენ მყავხარ იქ, სადაც მარადიულობაა, შენი შემართებით… ვიცი, რომ რაღაც დროის შემდეგ გულში ჩამიკრავ! 

 

 დეიდას დედის სუნი აქვსო, არა, ჩემო გულო. შენ, როგორც ჩემი დედა, ისე ხარ ჩემს სხეულში!… 

 

 72 საათი მოგვცეს, რომ შენი ყველა ახლო ადამიანი დაგემშვიდობოს. მეც მინდა ბოლოჯერ ჩაგეხუტო, ჩემო ცხოვრებავ და რა ვქნა!

 

 

18-08-2021, 20:38
უკან დაბრუნება