დავით მურაჩაშვილი – ბოლო დროის ყველაზე პოპულარული და ცნობილი თანამედროვე ქართველი მხატვარი და მომღერალია.
სამხატვრო აკადემიაში სწავლის პარალელურად მღეროდა „მართვესა“ და „ერიოსონში“. აქვს უნიკალური ტემბრი, რაც ნებისმიერი ჟანრის სიმღერის შესრულების საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომ მის მიერ ნამღერი ქართული ხალხური სიმღერა „ბერიკაცი“ მე–20 საუკუნის ოქროს ფონდშია დაცული. ამჟამად საბავშვო მუსიკალური აკადემია „გვირილას“ დამფუძნებლისა და პრეზიდენტის ქალბატონ ერნა წიფურიას მიერ მიწვეულია აკადემიის სოლისტად. პირველი ერთობლივი სიმღერა „საპოვნელა“ უკვე ჩაწერილია და მიმდინარეობს კლიპის გადაღება, რომელიც დაფინანსებულია ბიზნესმენ ლევან მაღლაკელიძის მიერ. სიმღერა „საპოვნელას“ პოპულარიცაზია მთელ მსოფლიოში იგეგმება. სიმღერის იმპროვიზაცია დავით მურაჩაშვილსა და ერნა წიფურიას ეკუთვნით. დაგეგმილია მუსიკალური ტურნეები.
დავით მურაჩაშვილი ხატვის უნიკალურ ტექნიკასაც ფლობს- ესთეტიკური და გემოვნებიანი – ასე ახასიათებენ მის შემოქმედებას.
მხატვარი საოცარი პიროვნული მიმზიდველობითაც გამოირჩევა, რაც მის შემოქმედებას მეტ ხიბლს სძენს - სწორედ ეს ინდივიდუალიზმი და ალტერ ეგოა ძირითადი ლეიტმოტივი.
დავით მურაჩაშვილის ნახატები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კერძო კოლექციებში ინახება: მათ შორის, დუბაიში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ამერიკაში და ა.შ. მიუხედავად მისა, დავითს ძალიან სურს მის ნახატებს უმეტესად ქართველები იძენდნენ და საქართველოშივე რჩებოდეს.
მხატვარი იღებს შეკვეთებსაც. საწყისი ფასი 500 ლარიდან განისაზღვრება და რამდენიმე ათასის ფარგლებში მერყეობს, თუმცა მხატვარს ხშირად აქვს „დიდი ფასდაკლების დღეები“, როცა მყიდველს ნახატების შეძენა – შეკვეთა რეკორდულად იაფად შეუძლია.
მხატვარი და მომღერალი დავით მურაჩაშვილი სპორტსმენიც გახლავთ. ის პროფესიონალი კინგ ბოქსიორი და მოცურავეა. მის მფლობელობაში რამდენიმე ჯილდოა. ფორმის შესანარჩუნებლად ის აქტიურ ვარჯიშს იწყებს და ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს.
დავით მურაჩაშვილი ქველმოქმედებითაც გამოირჩევა. ის თავისი ნახატებიდან რეალიზაციიდან შემოსულ გარკვეულ თანხას მიუსაფარ ბავშვთა და მოხუცთა ანგარიშზე რიცხავს.
დავით მურაჩაშვილს არაერთი საქმიანი შემოთავაზება აქვს დუბაიდან, იტალიიდან და აშშ–დან, რომელსაც აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში განიხილავს. იქამდე კი აუცილებლად აპირებს მასშტაბური გამოფენის მოწყობას, რომელსაც ერქმევა „სამყარო ხელისგულზე“ და ეს სინათლისა და მშვენიერების მხატვრად წოდებული ხელოვანი ჯერ ქართულ საზოგადოებას გააცნობს თავის შემოქმედებას.