„დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი“ ფილადელფიაში 3 დეკემბერს გაიხსნება. ცნობილ მომღერალს მეგობრები გულშემატკივრობენ და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მისთვის.
„დათოს ძალიან ვაფასებ და მიყვარს. ის მაღალი დონის, ულამაზესი ტემბრის მქონე ინტელექტუალური ბარიტონია. ის ასევე უკეთილშობილესი ადამიანია, რომელიც დიდ საშვილიშვილო საქმეს აკეთებს ამერიკაში“ – ნაიარა კიკოლიაშვილი. ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების ქურუმი, საქართველოს ვარსკვლავი.
„დათო ფენომენია, რომელიც სამყაროს სჭირდება. უბადლო შემსრულებელია და ვამაყობ მისით“. – ლევან შენგელია. მუსიკოსი.
„დათოს დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან მიზანდასახულია და შედეგსაც ვხედავთ. მრავალი დაბრკლების მიუხედავად, დიდ წარმატებას მიაღწია. კიდევ უფრო დიდი საქმეების კეთებას ვუსურვებ“ – ხათუნა ჭოხონელიძე. საოპერო მომღერალი.