ივერიონი / ია საკანდელიძე: სიმართლე უნდა ითქვას!

ია საკანდელიძე: სიმართლე უნდა ითქვას!

 

 (ქვები იმან ისროლოს, ვინც უცოდველია)

 

 

- დიახ, ქართველები სათითაოდ მაგრები ვართ, მაგრამ ვერც ერთმანეთის და ვერც ქვეყნისადმი ერთგულებას ვერ ვახერხებთ. იმდენად ვერა, რომ ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ, მზად არიან ქვეყანა, უკრაინის მსგავსად, ცეცხლის ალში გახვიონ!

 

დროა, ისიც შევიგნოთ, რომ რუსეთ-უკრინის ომი კოვიდფაშიზმის გაგრძელებაა, რომელმაც სწორედ,,,დემოკრატიული წესების“ დაცვით 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აბობოქრებული იყო მსოფლიოს პროგრესული ნაწილი. ამიტომ ამ აბობოქრებას 180 გრადუსით მიმართულება შეუცვალეს! (აბა, ჯერ რა დროს ნატოს გაფართოებაზე ლაპარაკი იყო, დღემდე ევროკავშირის წევრიც კი არ არის უკრაინა). დიახ, ამ მიზნით გაიმეტეს უკრაინის სახელმწიფო საზარბაზნე ხორცად და რუსეთის მთლად მონსტრად ქცევა განაგრძეს... ამიტომ ზოგი ფაქტის გახსენება-გაანალიზება მოვინდომე. იმედი მაქვს, რომ სიტყვის თავისუფლება მხოლოდ ლიბერალების უფლება არ არის! თუმცა, ეს თავისუფლებაც ისე გააუპატიურეს, როგორც საზოგადოებას სჭირდება პატრონი ასეთი თავისუფლებისგან თავის დასაცავად, ისე თავისუფლებასაც, მთლად რომ არ განუტევოს სული!

 

 თემას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ 21-ე საუკუნემდე, ბოლო საუკუნეებში, რუსეთის გარშე არც ერთი მსოფლიო ომი თუ ბოროტება არ დამარცხებულა, საკუთარ თავსაც კი აჯობეს... თავად დაანგრიეს საბჭოეთი... თუმცა, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს აკონტროლებდნენ. თუ მოიძიებთ, ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე, ჭეშმარიტად დემოკრატიული კანონები და კონვეციები მე-20 საუკუნეშია მიღებული! 

 

 სწორედ საბჭოეთის დაშლის შემდეგ წარმოიშვა და გაძლიერდა მრავალი პრობლემა, იქნება ეს ეკოლოგიის საკითხები, ჰიბრიდული ომები, კოვიდფაშიზმი, ტერორიზმი, ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ.

 

 არადა, თუ დღეს დასავლეთში ღმერთს, ქრისტიანობასა და ეროვნულ იდენტობას თავისუფლების სახელით ებრძვიან - ჩვენთან, 90-იან წლებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა სწორედ ღმერთის სახელითა და ეროვნული მოძრაობით დაიწყეს, იმიმედით, რომ თავისუფალ ქვეყანაში სარწმუნოებაშიც განმტკიცდებოდა ერი და ეროვნული იდენტობაც შენარჩუნებული გვექნებოდა. სამწუხაროდ, ეკლესიაც შეგვიგინეს და ეროვნული ტრადიციებიც! ვერც დამოუკიდებლობით დავიკვეხნით! ოპოზიციური ძალების საშუალებით თავინთ ჭკუაზე ისე გვმართავენ, როგორც მოესურვებათ! ამიტომაა, რეალურად, ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა, როგორც ჩვენი ქვეყანა ისე მთლიანად დედამიწაც!

 

 არადა, ამბობენ, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი როლი და მისია აკისრია ამ სამყაროში. ზოგი ამ დედამიწის,,გულია“, ზოგიც -,,თავი“ ზოგიც-,,ჭიპი“ და ზოგი- მედიატორი,,ხელები“. ამ უნარებს კი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ავლენს საკუთარ მოცემულობასა და საზღვრებში.. როგორც გამიგია, ქართველებს მედიატორის როლი აქვს დაკისრებული! არც იოანე ზოსიმე დავივიწყოთ: „ყოველი საიდუმლო ქართულ ენაში არს დამარხულ და ყოველივე ქართულ ენაზე განიკითხებისო“ რომ წინასწარმეტყველებდა.

 

 უპრიანი იქნება, ძველი სიბრძნე და ლოგიკა მოვიშველიოთ და მივხვდეთ, რომ რუსეთის ბოროტი მონსტრის როლში დატოვება საშიშია! გვახსოვდეს, იგი ბირთვული იარაღის მფლობელია! არც ის დაგვავიწყდეს, ერთ ნავში, რომ ვსხედვართ და ახალ დედამიწას ვერ გამოვიგონებთ! დიახ, საკითხი ასე დგას: ან წარღვნასა და აპოკალიფსს შევეგუოთ, ან უნდა გაერთიანდეს მსოფლიოს პროგრესული ნაწილი! კეთილი საქმე კი თავად აკეთილშობილებს მის შემსრულებელს.ამიტომ დროა, ყველას პოზიცია გავითვალისწინოთ!

 

 თუ ნატოს გაფართოება უნდა, რუსეთს რატომ ენდომება საკუთარი უსაფრთხოების შემცირება და გავლენის შესუსტება მსოფლიოში? ნატო რა, სამხედრო დაჯგუფება კი არა, საქველმოქმედო ორგანიზაციაა? განა მასაც საკუთარი სამხედრო ინტერსები არ აქვს? დიახ, ამ ბრძოლის გამწვავებაში კი არა, მშვიდობიან მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთოს ჩვენც და მსოფლიოს პროგრესული ნაწილი, რათა ყველა მხარის ინტერესები იქნეს გათვალისწინებული. ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო ვერ ვითარდება ცივილურად და სამართლებრივად?! არც ის დაგვავიწყდეს, ყოველდღიურად უკრაინელი ხალხი რომ ეწირება ამ ყველაფერს. ასე რომ, როგორც იტყვიან: „ნაბან წყალს ბავშვს ნუ გადავაყოლებთ", პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით!

 

 ვერ ვიტყვით, ოპოზიციის მოთხოვნები პატრიტიზმით ან უვიცობით არის ნაკარნახები. მშვენივივრად ხედავენ, რა ხდება იმ უზარმაზარ უკრაინაში, მაგრამ ზურგი აქვთ სწორედ იმ ძალით გამაგრებული, რომელმაც რუსი და უკრინელი ხალხი, ეს ორი მოძმე ერი გადაჰკიდა ერთმანეთს და არც იმის უფლებას უტოვებს ქვეყანას, ცეცხლი შეწყვეტაზე იზრუნოს!!

 

 დღეს ყველამ იცის, რომ სწორედ ამ ძალის მითითებით გამოიწვიეს უკრაინის ელჩი ჩვენი ქვეყნიდან. იმ დროს. როცა ჯერ ბელორუსიის ელჩიც კი არ ჰყავდათ გაწვეული (იმ ბელორუსის, რუსებთან ერთად რომ იბრძვის უკრაინაში! სხვებზე აღარაფერს ვამბობ). ქართველები კი ტონობით ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიან მეზობელ ქვეყანას. ეს უკვე, ძალიან ცუდი და ნათელი მინიშნებაა იმისა თუ ვინ ვინ არის! 

 

 ან ამაზე მეტი ერთგულება რა უნდა გამოხატოს უკრაინამ დასავლეთის მიმართ? ან ძალას, რომელსაც არ შეუძლია ან არ სურს დაეხმაროს დივერსის ქვეშ მყოფ ქვეყანას, ღირს კი მისი ღირებულებების თუ ინტერესების გამო მთლიანად დაანგრიო საკუთარი სახელმწიფო? ამიტომ ისმის ძალიან ლოგიკური კითხვები: ღირს კი რუსეთის ამ „ჩრდილოეთის დათვის“ გადაკიდება ასეთი პარტნიორისთვის? აქვე, ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ გამახსენდა და მეორე კითხვაც დაიბადა: დგას კი უკრაინის სათავეში მისი ჭეშმარიტი ჭირისუფალი? 

 

 აგვისტოს ომში, არც ჩვენ დაგვხმარებია ვინმე და ასე,,შაგრენის ტყავივით“ მცირდება ჩვენი ქვეყანა!!! ისიც გავიხსენოთ, ეს მოწონებული და მისაბაძი პირველი ზესახელმწიფო, როგორ იბრძოდა და იცავდა თავის ინტერესებს - სირიაში, ერაყაში, ავღანეთში, ვიეტნამში. ასე რომ, ქვები იმან ისროლოს, ვინც უცოდველია. ამ ბუნდოვან ბრძოლას ნუ გადააყოლებთ ჯერ უკრაინას და მერე მთელ დედამიწას! 

 

 გვახსოვდეს, თუ ჩვენ ქვეყანას ომში ჩაითრევთ, საქართველო ამას ვეღარ გადაიტანს. უფრო მეტიც, ან საბოლოოდ, რუსეთს დავემორჩილებით ან მთლიანად განადგურდება ქვეყანა და სხვა დამპყრობელი მეზობლების ლუკმა გახდება... არც ყარსის ხელშეკრულება დაივიწყოთ! 

 

 ამიტომ, ვინც მოვლენების ასეთ ესკალაციას ხელს შეუწყობს პასუხს აგებს ღვთისა და ერის წინაშე! არ შეიძლება საკუთარმა ინტერესებმა ასე დაგაბრმაოთ! დაფიქრდით, რომელი ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავთ, რომელსაც უკრაინასავით დანგრევას უპირებთ? 

 

 სანამ დროა,შეჩერდით და ერთად დავდგეთ! ქვეყნის თავზე სიცრუის დამოკლეს მახვილს ნუ აღმართავთ! ტყუილსა და მართალს ერთმანეთში ნუ აზელთ. ნუ ლანძღავთ ეკლესიას, სოციალიზმს და სხვათაშორის კაპიტალიზმსაც! ასევე ქვეყნის ყველა ავტორიტეტულ ადამიანს, რომლებსაც შეეძლოთ გადაერჩინა ეს ქვეყანა! დროა, პრიორიტეტებზე შევთანხმდეთ! მივხვდეთ, რომ პლურალიზმი მართალი აზრის ჩამკარგველი აღმოჩნდა, რეალურად!

 

ერთი გზა გვაქვს, ამ პრობლემებს ერთმანეთის ერთგულებითა და სიმართლით შევებრძოლოთ, თორემ დაგწყევლით შთამომავლობა! 

 

 გვახსოვდეს, „სიმართლე სინათლეა, სინათლის წყაროს კი ყოველთვის შეუძლია შეაღწიოს სიბნელეში და გააქროს იგი. აი, სიბნელეს, საკუთარი წყარო არ აქვს, იგი სინათლის წყაროს დეფიციტით წარმოიშობა მხოლოდ,ისევე, როგორც ბოროტება არის ადამიანის გულში სიყვარულის, სამართლიანობისა და რწმენის ნაკლებობის შედეგი“. ნუ მოკლავთ ქვეყნად იმედს და სამართლიანობას, ნუ აქცევთ ქვეყანას ბოროტთა თავშესაფრად! ეს კანონზომიერი პროცესია, მხოლოდ ასეთი აზროვნებით და პრიორიტეტებზე შეთანმებით ავაშენებთ კედელს, რომელსაც შევძლებთ რომ მივეყრდნოთ!

 

 ისიც კარგად გავიაზროთ, რომ ქრისტიანობა არ არის მხოლოდ სჯული ქართველებისთვის. აქ ჩაიბარეს კვართი უფლისა და მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს სამშობლოს მიმართ! თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ „გვეყუდნოდეს“, ხალხმაც და ხელისუფლებამ ჯერ ერთმანეთის მტრობას თავი დავანებოთ და მერე საკუთარი თავი მივაკუთვნოთ ამ ქვეყანას. ამ გზით, ოპოზიციას და ამიტომ ხელისუფლებასაც დასაყრდენი ძალა ქვეყნის გარეთ აღარ ექნებათ საძიებელი, ქვეყნის შიგნითვე გაიმაგრებენ ზურგს. ამის შედეგად კი ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო დავალებებს ისევ ადვილად ვეღარ დაგვაკისრებენ გარედან! ამ პლურალიზმითა და ვაი დემოკრატიით გვიტევენ და ჩვენც ჭეშმარიტი დემოკრატიით უნდა შევებრძოლოთ... 

 

 დროა, კარგად გავიაზროთ ჩვენი ფუნქციები. სამყაროს, როგორც არასდროს ისე სჭირდება მშვიდობის მომცველი პოლიტიკა... მხოლოდ სხვათა მიმდევრები კი არა, საკუთარი ქვეყნის გენეტიკური შესაძლებლობიდან უნდა გამოვიდეთ! ისიც გავითვალისწინოთ, რომ „მართებულია მხარი დაუჭირო სამართლიანობას, მაგრამ ასევე შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას. მაშასადამე, აუცილებელია ძალისა და სამართლიანობის შერწყმა. მაგრამ რაკი ძალა ვერ მიანიჭეს სამართლიანობას, ეტაპობრივად სამართლიანობას უთავსებენ მმართველ ძალას. რათა მისადმი მორჩილებით უზენაესი სიკეთე - მშვიდობა დაამკვიდრონ ქვეყნად“ (პასკალი). სამწუხაროდ, ამ გარემოებას საქართველოს ისტორიაში იშვიათად ითვალისწინებდნენ.

 

 ამიტომაცაა, დღესაც, რომ რთულად გვაქვს საქმე! მაგრამ უნდა ვეცადოთ, ერთად დავდგეთ და იქნებ შეუძლებელიც არაფერი გახდეს! აბა, ადრე ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთის პროლეტარების მიერ შექმნილი სახელმწიფო 24 წელიწადში ზესახელმწიფო გახდებოდა და - ფაშიზმს მოერეოდა? არც ცივი ომის შეწყვეტა, ბერლინის კედლის აღება, საბჭოთა კავშირის დაშლა მიაჩნდათ შესაძლებლად, მაგრამ ხომ მოხდა ეს, თან, ქართველების ხელით?! დღეს უნდა მივხვდეთ, რომ ომზე კი არა, მშვიდობაზე ვიზრუნოთ! 

 

 გვახსოვდეს, ძველი ეგვიპტელებისგან თქმულა და პითაგორასაც დაუბარებია: „რაც უფრო დიდია ადამიანის თვალსაწიერის რადიუსით შემოსაზღვრული წრე, მით უფრო მეტია ამ წრის შეხების ზედაპირი ჯერ კიდევ შეუცნობელ სამყაროსთან და მეტია წინააღმდეგობაც მისგან!“ ამიტომ, თქვენს შესაძლებლობას გარე ძალებთან ძალიანაც ნუ დაეყრდნობით! ფრთხილად ქართველებო! მშვიდობის ელჩობა და ამისათვის საჭირო ძალისხმევაა დღეს გამოსაჩენი იმ ძალებთან, რომლებიც აქამდე, ფიგურალურად ვიტყვი,,,ფოჩიანი კამფეტებით“ გაკმაყოფილებდნენ!

 

ასე რომ, დროა, გამოიკვეთოს მხარეები, ყველას მოგვეკითხება, სად ვიდექით ამ წალეკვის პერიოდში!

 

 

 

4-03-2022, 17:26
უკან დაბრუნება