რუსთავში ე.წ. ყვითალი ავტობუსის მძღოლებს გაფიცვა დღესაც არ შეუწყვეტიათ.
გაფიცულ მძღოლებსა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ საღამოს შედგა, მაგრამ მძღოლების მთავარ მოთხოვნაზე _ ხელფასების გაზრდაზე ვერ შეთანხმდნენ.
რუსთავის ვიცე-მერის დავით ჯაფარიძისა და გაფიცული მძღოლების მორიგი შეხვედრა დღეს 18:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში ყვითელი ავტობუსის გაფიცული მძღოლები ხელფასების გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას და მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელის მამუკა მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
გაფიცული მძღოლები მათი მოთხოვნების შესრულებამდე სამუშაოდ გასვლას არ აპირებენ.