ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი საქართველოს დღეს ეწვევა. ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში ის საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.
ვიზიტის დასასრულს, ქვეყნიდან გამგზავრებამდე დაგეგმილია პრესისთვის სპეციალური ბრიფინგი.
საქართველოსი ვიზიტამდე ქეთრინ ეშტონმა „რადიო თავისუფლების“ ეთერში ისაუბრა და საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გარკვეული რჩევებიც მისცა.
„მე ვეტყვი პრემიერ ივანიშვილს - ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამდენ ძალისხმევას ახმარს ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევების გადალახვას და, რომ მას სჭირდება, ასევე, იფიქროს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკის ზოგ გამოწვევებზეც. ამასთანავე, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების კუთხით, გაკეთდეს ღიად და გამჭვირვალედ“-ნათვქამია მის ინტერვიუში.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ღიად საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა საქართველოში უკვე იგრძნობა და მოუწოდებს მას, რომ უბიძგოს საქართველოს წინსვლისკენ.