ივერიონი / "ჯეოსელის" ტექნიკური შეფერხება მომსახურების გასაუმჯობესებლად

"ჯეოსელის" ტექნიკური შეფერხება მომსახურების გასაუმჯობესებლად

"ჯეოსელი" საკუთარ აბონენტებს აცნობებს, რომ ქსელის გამტარიანობის გაზრდის მიზნით, 27 ნოემბერს ღამის 02:30 სთ-დან დღის 13:00 სთ-მდე, "ჯეოსელის" ქსელში ტექნიკური სამუშაოების ჩატარება იგეგმება, რის გამოც შესაძლებელია ხარვეზების დაფიქსირება კომპანიის ქსელით სარგებლობისას.


გთავაზობთ იმ უბნების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელია, ქსელძი შეფერხება დაფიქსირდეს: - ვაკე, საბურთალო, დიდუბე, დიღომი, მუხიანი, თემქა, სანზონა, ნაძალადევი, ძველი თბილისის რაიონი, ვერა, მთაწმინდა.


კომპანია "ჯეოსელის" განცხადებით, მობილური ქსელის მოდერნიზაცია საჭიროებს მუდმივ ტექნიკურ გადახალისებას, რათა მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული.


კომპანია "ჯეოსელი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შესაძლო დისკომფორტის შექმნისთვის და ეცდება, გეგმიური ტექნიკური სამუშაოები მალე დაამთავროს.

26-11-2012, 11:16
უკან დაბრუნება