„კარლსონმა და ბიჭუნამ ერთმანეთი ერთ უკუღმართ
დღეს გაიცნეს, როცა ბიჭუნას სულაც არ
უხაროდა პატარა ბიჭობა. საერთოდ, პატარა ბიჭობა
ურიგო არ იყო: ყველანი შეჰხაროდნენ,
ეფერებოდნენ და, რაც შეეძლოთ, ანებივრებდნენ,
თუმცა მაინც გამოერეოდა დღეები, როცა
ყველაფერი უკუღმართად მიდიოდა.“
ასტრიდ ლინდგრენი.
„ბიჭუნა და სახურავზე მცხოვრები კარლსონი“
(შვედურიდან თარგმნა ნატო კვარაცხელიამ)
ტაკერ კარლსონის გადაცემა პირველად როდესაც ვნახე Fox News -ზე, სწორედ მაშინ გამახსენდა სახურავზე მცხოვრები კარლსონი. არ ვიცი კარლსონები რა სიდიდის გვარია, მაგრამ ერთმანეთის ნათესავები რომ იქნებიან - ფაქტია. მათ შორის საგვარეულო მსგავსება ტაკერ კარლსონის Fox News -დან წამოსვლის შემდეგ გამოვლინდა (24 აპრილი, 2023 წ. შეგახსენებთ ეს დაკავშირებულია აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტრამპის სასარგებლო ცილისწამებასთან კომპანია Dominion Voting System-ის წინააღმდეგ, რომლისთვისაც Fox News-მა აღნიშნულ კომპანიას 767 მლნ. აშშ დოლარი გადაუხადა). ამ პერიოდიდან იწყება მისი რუსეთ - უკრაინის ომში რუსეთის მხარდამჭერი გადაცემები. მაგრამ, იმ დღიდან როდესაც ამერიკის ბინადარი კარლსონი კრემლში პუტინს ,ზუსტად ისე როგორც სახურავზე მცხოვრები კარლსონი ბიჭუნა სვანტეს ესტუმრა, დაიწყო მათი ხიფათით სავსე თავგადასავალი, მაგრამ განსხვავებით ამ უკანასკნელისაგან, ეს არაა მხიარული, მეგობრობაზე ორიენტირებული თავგადასავალი.
ეს ინტერვიუ ( ჩაიწერა 6 თებერვალს, გავრცელდა ღამით 8 დან 9 თებერვალს) და ტაკერის პროფესიული საქმიანობა მრავალგზის გახდება სისტემური განხილვისა და შეფასების საგანი. ჩვენთვის ამ ინტერვიუში მისგან შეიძლება ის მოგვეთხოვა, რომ შეხებოდა რუსეთ-საქართველოს ომს და რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების განხორციელებულ ოკუპაციას (08.08.2008წ.), როგორც რუსეთ - უკრაინის ომის პრელუდიას.
ერთადერთი, რაც ტაკერის შეფასების თვალსაზრისით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს იყო პუტინის ნარატივის გამო, მისი გამომეტყველება, დაბორკილი საუბარი, რომელსაც მისი უზარმაზარი გამოცდილბის მიუხედავად, ვერაფერი ვერ მოუხერხა. ამასთან, არც ერთ საკითხზე საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს, გარდა ჟურნალისტის (გერშკოვიჩი) გათავისუფლების პერსონალური საკითხისა.
ჩვენთვის მთავარი ინტერესია, პუტინის ორ საათიან ინტერვიუში, რომელიც აშშ და დასავლეთის წინააღმდეგაა მიმართული, ამოვხსნათ პუტინის ზრახვები საქართველოს კონტექსტისათვის. პუტინმა საქართველო ორჯერ გაიხსენა: ერთი, საქართველოსა და უკრაინისათვის 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიცებული პოლიტიკური დაპირების გამო, რომ ისინი გახდებიან ნატოს წევრები და მეორე, უკრაინის მხარეს, უცხოელი მოხალისეების წარმომავლობაზე მსჯელობისას. აღნიშნა, რომ რაოდენობით პირველ სამეულშია ქართველები, პოლონელებისა და ამერიკელების (აშშ) შემდეგ.
მთავარი დასკვნა ისაა, რომ ტაკერი ელოდა პუტინისაგან უკრაინაში შეჭრის ნატოს გაფართოების მიზეზით ახსნას, მან კი - აღნიშნა, რომ ეს მეორადი მიზეზია. მთავარი მიზეზი ისტორიული სამართლიანობის, რუსეთის იმპერიის მიწების შეგროვება და დასავლეთის მიერ მისი პერსონალური იგნორირებაა.
ყურადღება უნდა მიექცეს პუტინის მიერ წარმოდგენილ ისტორიას. პუტინმა მრავალგზის აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი - სსრკ (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი) იგივეა , რაც რუსეთი! (ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიის პუტინისეული ინტერპრეაციის გასაგებად.) და ფაქტობრივად ახდენს საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკის ცალ-ცალკე ყოფნის არაკანონიერების მტკიცებას. ბრალს სდებს ლენინს უკრაინის შექმნაში. ემხრობა სტალინს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შექმნის იდეაში. ფაქტობრივად ამ ინტერვიუში პუტინმა უარი თქვა საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეაზე და რუსეთის აგრესიულობის საფუძველი რუსეთის იმპერიის ტერიტორიებზე პრეტენზიებით „დაასაბუთა“. უარყოფს მეორე მსოფლიო ომის შედეგებს. იქამდე მიდის, რომ მიანიშნებს პოლონეთის შემადგენლობაში გერმანული, უკრაინის შემადგენლობაში უნგრეთისა და პოლონეთის ტერიტორიების არსებობაზე და ამ ქვეყნების მიერ აღნიშნულ ტერიტორიებზე პრეტენზიების კანონიერებაზე ისევე, როგორც აღიარებულ უნდა იქნას რუსეთის პრეტენზიები რუსეთი იმპერიის დროინდელ ტერიტორიებზე! ამ წამქეზებლურ აზრებს ალბათ გამოუჩნდება მომხმარებელი და ის დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ეტყობა პუტინი მზადაა უკრაინის საკითხი გადაწყვიტოს ახალი მექანიზმის - მისი ტერიტორიების გადანაწილებით სხვადასხვა ქვეყნებს შორის. რუსეთის სამხედრო ოპერაცია , როგორც ჩანს, უკრაინაში ჩიხშია შესული იმ ზომამდე, რომ პუტინი ცდილობს რუსეთ -უკრაინის ომის „სამოქალაქო ომად“ რებრენდინგს (გადანათვლას).
რა მიზანს ისახავს პუტინი ამ ინტერვიუთი? ესაა მოწოდება დასავლეთისადმი, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სადმი, რათა შესთავაზონ მოლაპარაკება უკრაინასთან დაკავშირებით, რომ ომის დამთავრება გამარჯვებით კი არა, არამედ მოლაპარაკებით დამთავრდეს და შერჩეულია ის დრო , როდესაც რუსეთ - უკრაინის ომი ეკონომიკურად შესამჩნევი გახდა დასავლეთის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩემი აზრით, ეს ინტერვიუ გავლენას ვერ მოახდენს კოლექტიური დასავლეთის გადაწყვეტილებებზე და მთავარი მიზანი საარჩევნო მოხმარებისთვისაა: თუ როგორ ელაპარაკება პუტინი დასავლეთს, როგორ ასწავლის ჭკუას,რაც რუსეთის ა.წ. 15 – 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, მნიშვნელოვანია. რესპუბლიკური ოპოზიციისა და ტრამპის მხარდასაჭერად აშშ 5 ნოემბერიეს რომ ასეა იქედანაც ჩანს, რომ ინტერვიუს დროს, პუტინი ხშირად მიუთითებს კარლსონს აშშ-ს ნაცვლად, სწორედ ამაში მდგომარეობდა კარლსონის მოსკოვში ჩამოფრენის მთავარი მიზანი.
მიხეილ ჯიბუტი