ივერიონი / „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ თუ, დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლა?!

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ თუ, დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლა?!

  

ძვირფასო მკითხველო, სტატია, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით  გთავაზობ, 13 წლის წინ გაზეთ „ილორში“ გამოქვეყნდა, სამწუხაროდ, მას აქტუალურობა არ დაუკარგავს!


სამწუხაროდ-მეთქი, რომ ვთქვი, გულზე მოგხვდა, ალბათ, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, მის წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი დღესაც რომ გიზგიზებს, ვიცი, შენც ჩემსავით გაწუხებს. ამიტომ, მისი ჩაქრობა ორივე ჩვენთაგანის ვალია!


ვნახოთ, როგორ აღიქვამდნენ ამას, წლების წინ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი! (დავით ქობალია)


 


„ჩვენ, უცხოეთში მცხოვრები ქართველების სახელით, დიდი გულისტკივილით გილოცავთ


 


− 1991 წლის 9 აპრილს აღდგენილ და 1992 წლის 6 იანვარს დაკარგულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!


 


ასევე, დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ მსგავსად დამოკიდებული და დამონებული, როგორც დღეს არის, საქართველო, მისი არსებობის ისტორიის არცერთ მონაკვეთზე არ ყოფილა!


„მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ...”


ბუნებრივია, იგი არც დღეს გვაკლია, მაგრამ ასეთი უზნეო და თავხედი, როგორიც დღეს, არასოდეს გვყოლია!


არცერთ მათგანს არ უკადრებია ჩვენთვის, ისეთი დამამცირებელი მეთოდებით ვეიძულებინეთ, უარგვეყო ათასწლოვანი ტრადიცია, რელიგია, ქრისტიანული მორალი და ზნეობა, როგორითაც დღეს, ჩვენი ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე “ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის” ნიღაბმორგებული ევრო-ამერიკელები და მათი ადგილობრივი და უცხოელი მსტოვრები წარმოგვიდგნენ!


არაიშვიათად, ქართველი მეფეები სამშობლოდან გაუწვევიათ, თავიც მოუკვეთავთ, მაგრამ არასოდეს უკადრებიათ და დაუვალებიათ მათთვის კაცის კაცზე და ქალის ქალზე „დამყნობა“ ექადაგათ!


სამშობლოს გადარჩენის, წარმატებული დაწყების, ბედნიერებასთან ერთად, უბედურია დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რადგან სწორედ მას უწევს, ყოველ სახალხო გამოსვლაზე, ხაზი გაუსვას იმ უზნეობასთან შეგუების „ნორმალურობას“, რასაც, ჩვენი „კეთილისმსურველი“ − ამერიკელები და ზოგიერთი ევროპელი აძალებენ


− საქართველოს არაოხრებისა და არგადაშენების სანაცვლოდ, როგორც ეს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მოახდინეს თავის დროზე!


მიაქციეთ ყურადღება − ყველა უზნეობის და ანტიქართულის პროვოცირება და შემდგომ ტირაჟირება ე.წ. „არასამთავრობოების“ ხელით ხდება, რომელთა დიდი უმრავლესობა უცხოური საიდუმლო სამსახურების მაღალანაზრაურებადი წარმომადგენლები არიან საქართველოში.


დარწმუნებული ვართ, ოპონენტები არ მოაკლდება ჩვენს ამ წერილს, მაგრამ აქვე მივუთითებთ მათ − წაიკითხონ საზოგადოება „ისტორიული მემკვიდრეობის“ მიერ, ახლახან გამოცემული, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაზე, შიშველი სიმართლით დაწერილი წიგნები „ნატო მაკიაჟის გარეშე“ და „ღმერთო შეუნდე ამერიკას“, ყველა მოსალოდნელ კითხვაზე პასუხს იქვე იპოვნიან!


სანამ საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო, ქართველებთან ერთად მათი სამშობლოცაა და მარტო ქართველების საომარი და მოსაპოვებელი არ არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დიდხანს დაგვჭირდება ლოდინი, დღევანდელი სიმბოლური თავისუფლება რეალური გახდეს!


აქ, უცხოობაში, ორიოდ ქართულ არხს თუ ვკიდებთ თვალს ტელეეკრანზე. ამ ბოლო დროს, მე-9 არხი გახდა რეგულარულად ხელმისაწვდომი. ჩვენი სიხარული იმანაც გააორმაგა, რომ გვამცნეს ივანიშვილისააო იგი, მაგრამ ვფიქრობთ იმედი გაგვიცრუვდა, რადგან, საქართველოში, ბოლო დღეებში პროვოცირებული უზნეობის ტირაჟირებისა და ყოფილი იუგოსლავიაში, იარაღის ძალით და აბორიგენი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტით შექმნილი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, სამხედრო თემაზე შეთითხნილი სიყალბის, გაეროს ჯარების ჰუმანიტარულ მისიაზე გადაღებული ფილმის უსასრულო ჩვენების გარდა ვერაფრით გაგვახარა!


ბუნებრივია, ამის შემყურე, ქართულ საუბარს დახარბებული ჩვენი ბავშვები გაოცებული კითხულობენ − „საქართველოში ან სულ ომია, ან სექსზე საუბრობენ გამუდმებითო?!“


ის, რაც მსხვილი მასშტაბით ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მოახდინეს აშშ-მა და ევროპის „მშვიდობისმოყვარულმა და დემოკრატიულმა“ ძალებმა, იგი მცირე მასშტაბით უკვე მოხდა საქართველოში!


გაიხსენეთ, „შევარდნაძე-უხსენებელმა“ ჯერ დაამხო ახალ ფეხადგმული, მაშინ მართლა დამოუკიდებელი საქართველო, ომის ქარცეცხლში გახვია აფხაზეთი, 30.000-ზე მეტი ადამიანის მსხვერპლის, 300.000 აბორიგენი მოსახლეობის განდევნის შემდეგ, აფხაზეთი რუსეთს ჩააბარა, ქვეყანა კრიმინალებს და სამთავრობო ყაჩაღებს მიუგდო საძარცვად, მოსახლეობა შიმშილსა და სიბნელეში მოაქცია და, როცა მათ პროტესტის უნარიც დააკარგვინა, მაშინ დაიწყო იმ კრიმინალთა და სამთავრობო ყაჩაღების დაჭერა დაპატიმრება, რომელთა ძალისხმევითაც საქართველოში დაბრუნდა და ძალაუფლებას დაეუფლა.


ყველაფერი ეს კი, საკმარისი აღმოჩნდა დამშეული და სიბნელეში მჯდომი ბრბოსთვის ებლუკუნა − „ხომ ხედავთ, კაცი ცდილობს, ქვეყანა გასაჭირიდან გამოიყვანოს, აცალეთ ბატონოო!.. “


აცალეს და ქვეყანას „მიშა-შეურაცხადი“ მოუყვანა, რომელმაც იმავე ბრბოს შეფასებით, „ქვეყანა გაანათა, გზები დააგო“!.. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ბრბოს დაავიწყდა, რომ ყველაფერი ეს:


− საქართველოს მოსახლეობის ქართული ნაწილის განახევრების, ელექტროენერგიის გახუთმაგებულ ფასად მიყიდვის, უზომოდ გაზრდილი საგარეო ვალების და, რაც ყველაზე ტრაგიკული და აუნაზღაურებელია − ზნეობრივი და კულტურული მემკვიდრეობის დათმობის ხარჯზე მოხდა!


ესეც, ევრო-ამერიკული პროექტია, რომელიც ასევე დიდი გულმოდგინებითაა აღწერილი ამერიკელი და ევროპელი ავტორების მიერ, ზემოთხსენებულ წიგნებში „ნატო მაკიაჟის გარეშე“ და „ღმერთო შეუნდე ამერიკას“.


მკითხველთა საყურადღებოდ − ორივე ხსენებული წიგნი, სხვადასხვა დროს ამერიკის, ევროპის და მსოფლიოს ცნობილ და წამყვან მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების კრებულს წარმოადგენს, რომლებიც დიდი ხანია ცნობილია, ამერიკის ელჩის მოადგილე ქალბატონის სამშობლოში, სახეგანაჯახებული და “თვალებგარიჟინებული” რომ ადევნებდა თვალყურს, მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის “სასამართლოს სამართლიან” მიმდინარეობას.


დღეს კი, როდესაც კანონის უზენაესობის ჟამი დადგა საქართველოში, ქართული ბედის ირონიაა ის, რომ საქართველოს დამაქცევართა დასაცავად ჩამოდიან ისინი, ვინაც ათი წლის წინ თვითონვე აღაზევა საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინააღმდეგ, ხელს უწყობდა მათ და მხარს უჭერდა მთელი ამ ხნის მანძილზე ფეხქვეშ გაეთელათ ყოველგვარი ქართულეროვნული და ათასწლეულებგამოვლილი ზნე-ჩვეულება და ტრადიციები.


არავის ახსოვს ამ ათი წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც პროტესტი გამოეხატოთ უცხოური, უწინარეს ამერიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს, დღევანდელი განსასჯელების მიერ ჩადენილ ავაზაკობებზე, კაცის კვლაზე, სახელმწიფო ხაზინის ძარცვაზე. დღეს კი, ე.წ. „დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის“ ნიღბით, მათ მიერ გამოწვრთნილი ავაზაკების და კაცისმკვლელების თავგამოდებულ დამცველებად გვევლინებიან.


არაფერს ვამბობთ ე.წ. „არასამთავრობოებზე“, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვით − ყველა მათგანი უცხო ქვეყნების და მათი საიდულო სამსახურების დაქირავებული თანამშრომლები არიან და მათ უფალი თუ მოჰკითხავს ჩადენილი ცოდვების გამო მხოლოდ!


ჩვენ ადრეც ვწერდით და ახლაც ვიმეორებთ:


− 70-იანი წლების დასაწყისში თურქეთის მთავრობამ სახალხოდ გამოაცხადა „სახელმწიფო ბანკში 80 ცენტი გვიდევს, ჩვენ გავკოტრდით!”-ო.


იმჟამინდელი თურქეთის მთავრობის საქციელს დააკვირდით, საკუთარ ხალხს არ დაუმალა ქვეყნის გასაჭირი, რეალობა დაანახა და მოსახლეობის და უცხო ქვეყნების, უპირველეს, ამერიკელების მხარდაჭერაც დაიმსახურა!


− შედეგი?


− მოინდომეს, ქვეყანა ფეხზე დააყენეს, მოსახლეობა წელში გაიმართა და თხუთმეტ წელიწადში თექვსმეტი მილიონერი გაჩნდა თურქეთში!


მილიონერები საქართველოსაც არ აკლია, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, თურქ მილიონერებს ფული სახელმწიფოს ძარცვით და უცხოელ დამფინანსებელთა ქვეყნის ძარცვაში თანამონაწილეობით კი არ მოუხვეჭავთ, როგორც ეს საქართველოში (ერთის გამოკლებით) მოხდა, არამედ მუხლჩაუხრელი შრომით და იმავე დამფინანსებელთა მკაცრი კონტროლით მიაღწიეს ყოველივეს!


ვაი ჩვენს ბედს, მომხვდურიც და დამხვდურიც მოღალატე აღმოჩნდა საქართველოში და ისინი, ვინაც ქვეყნის და მისი მოსახლეობის ძარცვა დააკანონა, დღეს, „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დამცველის“ ნიღბით დამშვენებული, სახელმწიფო დამნაშავეთა გასამართლებას უკრძალავს ახალმოსულ ხელისუფლებას!


კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს დააკვირდით ჩვენო გაბითურებულო და შეურაცხყოფილო თანამემამულენო:


− არცერთ ამერიკელს არ უკადრებია თურქეთისთვის, დახმარების სანაცვლოდ, ტერიტორიის ნაწილის დათმობა, ან კაცის კაცზე და ქალის ქალზე გათხოვება „ცხოვრების წესად და დემოკრატიულ ნორმად შემოეღო“!


თურქებს თავი დავანებოთ, მეზობელი ქვეყნების ღობის გაღმა შევიხედოთ − აბა ვინმემ გაუბედოს სომხებს ან აზერბაიჯანელებს:


− „გეი აღლუმი მოაწყვეთ, თორემ დემოკრატიას დაგიწუნებთო!“


თავზე დაგახევენ თქვენს ბინძურ იდეას, ერთგან და მეორეგანაც, იქნებ ცოცხალმაც ვერ გამოასწროთ, ამერიკელი იქნები თუ ევროპელი!


ნურავინ შეწუხდება შეგვეკითხოს − თქვენ საიდან იცით ეს ამბავიო?!


ჩვენ, აქ, ევროპაში, ბლომად გვყავს სომხებიც და აზერბაიჯანელებიც, რომლებიც საქართველოში მიმდინარე უკეთურობებზე კი არ ქილიკობენ, როგორც ეს თქვენთან ხდება, არამედ გულწრფელად განიცდიან,


− „საქართველომ რომ დაუთმოს ამერიკას და ევროპას, ეს სიბინძურე ჩვენს ქვეყნებშიც შეაღწევსო!“


− ასე აღიქვამენ ისინი საქართველოს გასაჭირს!


− ასე სწუხან ისინი თავიანთი ქვეყნის მომავალზე!


საქართველოში კი, ევრო-ამერიკელების მიერ შემოტანილი სახადი, ქართველების გარდა, არცერთ სხვა ეროვნების მოსახლეობაზე არ ვრცელდება და მათი წილიც თითქმის ნულის ტოლია იმ უკეთურებაში, რაც რამდენიმე დღის წინ ჯერ რუსთაველის პროსპექტზე, შემდეგ კი დედა ენის ძეგლთან გამოიფინა!


გუშინ კი, ქართული ტელეარხები სიამაყით აცნობდნენ მაყურებელს


− არატრადიციული სექსუალური ცხოვრების მიმდევართა დასაცავად თორმეტი ათასი ხელმოწერა მოაგროვესო!


სამწუხაროდ, აქაც, უცხოობაშიც მოიძებნა ქართველთა მცირე ნაწილი, რომელიც ე.წ. გაუზნეოებულთა „მოღიავებული უკანალის დაცვის დემოკრატიას და თანასწორობას“ იცავენ!


ამათ საყურადღებოდ ვამბობთ:


− ყველა მათგანმა მესერს დაახიოს თავისი უკანალი, სანამ ისინი ჩვენ არ ვიდარდოთ და სასწრაფოს არ გამოვუძახოთ! თქვენ კი სოლიდარობის მიზნით მეზობელ მესრებს დაეხიეთ, საქართველოში და საქართველოს გარეთ ასე მოაზროვნეები, ოღონდ ჩვენ და ჩვენს სამშობლოს შეეშვით!


უმთავრესი კითხვა, რისთვისაც ამ წერილის წერა დავიწყეთ:


− რატომ გააქტიურდა მოსახლეობის ეს მცირე და ბინძური ნაწილი და მისი დამცველები?


− რამ გამოიწვია უცხოური დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელთა თავგამოდებული აქტივობა − საქართველოს მოსახლეობის უმცირეს და უზნეო ნაწილის დასაცავად?


ამ კითხვებზე რომ ვუპასუხოთ, უბრალოდ გავიხსენოთ, რა ხდებოდა შარშან ამ დროს საქართველოში!


რას წერდა იგივე უცხოური პრესა იმდროინდელ ოპოზიციაზე!


თუნდაც ერთ შემთხვევას მაინც თუ გაიხსენებს ვინმე „ნაცმოელების“ მიერ ფეხქვეშ გათელილი ადამიანების დასაცავი სიტყვა წამოცდენოდეს, უცხოელ (შინაურებსაც ვგულისხმობთ) „ადამიანის უფლების დამცველებს“?


არამც თუ საქართველოში ჩამოსულან, საკუთარ ბუნაგშიც კი არ წამოცდენიათ სიტყვა მათ დასაცად!


არა, მაშინ ეს არ მომხდარა, რადგან მათი „ჰუმანიტარული პროექტი“ მართალი და ზნემაღალი მოსახლეობის ნაწილის დაცვას არ ითვალისწინებდა!


დღეს კი, კბილებით იცავენ ქვეყნის მძარცველებს, კაცის მკვლელებს და არ ეზარებათ ათასობით კილომეტრების გავლა, რადგან მათ „პროექტს“ საბოლოო დამარცხება ემუქრება, რაც მათ, შარშან ამ დროს, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი ცოტა დაფიქრდნენ, მაგრამ მაინც არ სჯეროდათ მათი ფავორიტების მარცხი.


არჩევნებიდან ექვსი თვის გავლის შემდეგაც, იხტიბარს არ იტეხდნენ, მაგრამ, როცა მათმა იმედმა − მიშა-შეურაცხადმა საბოლოოდ გაუტია და ევროამერიკელებისთვის სამარცხვინო გახდა მასზე დაყრდნობა, აკრძალულ ილეთს მიმართეს (კრივში მას წელს ქვემოთ დარტყმას ეძახიან) და ქართველი ერის ზნეობას შეეხნენ, ისეთი კუთხით, საქართველოს მხსნელად მოსულ პიროვნებას და მის მთავრობას (სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში უსუსურს) ვერ დაეცვა იგი − უზნეობის შემოტევისგან!


ეს სინდრომი არჩევნებიდან სულ ცოტა ხანშივე გამოჩნდა. ჩვენ მაშინვე ავტეხეთ განგაში, როცა ადამიანის უფლებათა დამცველი მანამდე ვერ აირჩიეს, სანამ სასურველი პიროვნება არ წარუდგინეს ზემოთნახსენებ ე.წ. „არასამთავრობოებს“ რომლებიც თავგამოდებით ებრძოდნენ ყველა კანდიდატს, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა გულალალად არ აღიარა, რომ


− იგი დაიცავს სქესაღრეულთა ინტერესებს და თუ მათ (სქესაღრეულებს) დასჭირდებათ, სადაც და როგორც უნდათ, ქალად თუ კაცად, იქ დაუდგება!


ასეთი, ვინმე უჩა ნანუაშვილი აღმოჩნდა, რომლის მანამდე მცნობი, ვერც საქართველოში და ვერც მის გარეთ, ვერ აღმოვაჩინეთ!


მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დარწმუნდნენ ჩვენი ოკეანისგაღმელი „მოკეთეები“ და მათი ევროპელი „მეტაშფანდურე“ ქვეყნები, ე.წ. საპარლამენტო უმცირესობის და მათი, აწ უკვე ვადაგასული პრეზიდენტის იმედად ვერაფერს დააკლებდნენ საქართველოს ახალმოსულ ხელისუფალს, რომელიც, ცხადი გახდა, ასე იოლად არ იცეკვებდა სხვის დაკრულზე, როგორც ზემოთ ვთქვით, ახალ ხერხს მიმართეს და შინაური ჭილ-ყვავი მიუსიეს მას.


უბოროტესი განზრახვის ხორცშესხმა პირველი ოქტომბრის არჩევნების პირველ კვირასვე დაიწყო, როცა „მაესტროზე“ მოწვეული ტვინ და სულ აღრეული ზაზა ბურჭულაძე და ვინმე თათია ცოფურაშვილი (ფილოსოფოსი?!.) მოძღვრავდნენ „ასავალდასავალი“-ს ჟურნალისტ ზაზა დავითაიას.


შეგახსენებთ, ზაზა ბურჭულაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გლდანის ციხის თანამშრომელთა სიებისა და მისამართების გამოქვეყნება გააპროტესტა და გადაცემა „პოლიტმეტრში“ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დაუპირისპირდა. სულმყრალმა ბურჭულაძემ, ცოფურაშვილ ფილოსოფოსთან ტანდემში, რომ იტყვიან კედელთან მიაყენა დავითაია, რომელსაც არაფერი ჩაუდენია იმის დარი, საკუთარ დედაზე ატეხილი ზაზა ბურჭულაძე და საზოგადოებისთვის უცნობი, ენაგატლეკილი ცოფურაშვილი გამოეყვანათ მის დასამოძღვრად.


სწორედ მაშინ დავწერე: ჯერ ბოლომდე არ გათენებულა საქართველოს ჩამობნელებულ „პოლიტიკურ ცაზე“ და გვეჩვენება:


გამარჯვებული „ქართული ოცნების“ საამაყო „მაესტრომ“, −  „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პირველი არხი“ ერთად შეცვალა და ბურჭულაძეები და მათი საძმო მემკვიდრეობით გადმოიბარა და ტელედებატებზე მათი გამოყვანით, ჭეშმარიტების მაძიებელი მაყურებლის ტვინის გამორეცხვას იწყებს!..


სამწუხაროდ, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით ჩვენი ეჭვების სიმართლეში, რადგან, 17 მაისის ბინძური პროვოკაციის შემდეგ, ისეთი გულმხურვალებით აცხადებენ ქართული ტელეარხები, მათ შორის „მაესტრო“ და „მე-9“ არხიც:


− „გაასამართლეთ, ციხეში ჩასვით ადამიანის (ბნელი ათასწლეულებიდან გადმოთესლილი სოდომ-გომორელების − ხაზგასმა ავტორების) უფლებათა შემლახველი, მართლმადიდებელი სამღვდელოება და მათი მრევლი, პატრიარქი ილია მეორე!..“


გვეეჭვება, რომ, ახალი ხელისუფლების მოსვლით, მედიასივრცეში რაიმე შეიცვალა, პირიქით, გაორმაგდნენ და გაძლიერდნენ ანტიქართულად მოაზროვნენი.


სხვაგან არ ვიცით, მაგრამ აქ აშკარად ჩანს, რომ შედგა ე.წ. „კოჰაბიტაცია“!


ზემოთხსენებულთაგან არავის წამოცდენია, რომ 17 მაისს, მთავრობის და მისი მეთაურისკენ მიმართული დარტყმა სწორედ ეკლესიამ, სამღვდელოებამ და ერთგულმა მრევლმა აიღო თავის თავზე!


ამ სატანური აქციის დამგეგმავებისთვის კი სულ ერთი იყო − საქართველოს ჯანმრთელი სხეული დაზიანდებოდა თუ მისი სული!


ამ შემთხვევაში, როგორც ვნახეთ − სულიერებამ მიიღო საკუთარ თავზე დარტყმა!


და − კიდევ ერთხელ შეარყია ქვეყნის გადაშენების დამკვეთთა იმედები. სამწუხაროდ, პრობლემა ამითი არ დამთავრებულა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი ღალატისა, რაც ქართველების ხელით უნდა ჩაიდინონ საქართველოში და შემდგომ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე იარაღის ძალით წარმოქნილი ქვეყნების მსგავსად, საქართველოს დანაწევრებულ ტერიტორიაზეც გადაიღონ ახალი ფილმები გაეროს მისიის ახალ კაპიტან „ჰოპკინსებზე“ რომლებიც საქართველოს მოსახლეობის გადარჩენილ ნარჩენებს ხელ-პირის დაბანვას ასწავლიან!


ბუნებრივად ისმება კითხვა:


− რატომ და რისთვის ამოგვიჩემეს, მაინც და მაინც ჩვენ ქართველები?


მართალია, კარგი დღე არცერთ ქვეყანას არ დადგომია კავკასიაში, წყეული სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მაგრამ ჩვენ გამორჩეულად რომ ამოგვიჩემეს, ამას არა მარტო ჩვენ, ჩვენი მართლა მოკეთე უცხოელი მეგობრებიც აღნიშნავენ!


ამ თემაზე, ჯერ კიდვ ხუთი წლის წინ ქვეყნდებოდა წერილები გაზეთ „ილორში“, რასაც ჯეროვანი ყურადღება არ მიექცა მაშინ. უფრო ადრე, 2001 წელს კი, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ამ საკითხს სათაურით „რამ დაგვღუპა, რა გადაგვარჩენს!..”


სამწუხაროდ, სრულიად იგნორირებულ იქნა ეს უნიკალური ნაშრომი, რადგან, ვისაც ყურად უნდა ეღო ბ-ნი ალექსანდრე ჭაჭიას შეგონება, სწორედ ისინი იყვნენ გარიგებული საქართველოს უცხოელ დამაქცევრებთან და ედუარდ-უხსენებელის მიერ, საქართველოდან უცხოეთის არატრადიციულ ქვეყნებში გასაწვრთნელად გაგზავნილი კადრების მთავრობის სათავეებში აღზევებას ელოდებოდნენ, რაც მოხდა კიდეც 2003 წლის 23 ნოემბერს!


მაინც რაში მდგომარეობდა საქართველოს მისამართით გატარებული საგანგებო სანქციები კავკასიის სინამდვილეში?


ერთი საგაზეთო წერილი ვერ დაიტევს ამ შეკითხვის დეტალურ ანალიზს. ამიტომ, მშრალად გავიმეორებ ხუთი წლის წინ „ილორში“ გამოქვეყნებული წერილიდან ამონარიდს:


„...ყველა ჩვენგანს დაუსვამს კითხვა საკუთარი თავისთვის:


− რა დავაშავეთ ასეთი ქართველებმა, რომ შინაურმა და გაერეულმა ერთნაირად მოგვიძულა და ჩვენს გამოცდას დასასრული არ უჩანს?


...ქართველთა სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ადამის ძეთა მიერ დაწერილი ისტორიის მანძილზე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, კავკასიაში მცხოვრები ერები, გასაჭირის თუ მშვიდობიანობის ჟამს, ოდესმე თუ გაერთიანებულან, მხოლოდ ქართველთა გარშემო და ისინი უძლეველნი იყვნენ მაშინ!..


გავიხსენოთ, საერთო კავკასიური სახლის შექმნის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასეული იდეა, რომლის დროულად შექმნას ადვილი შესაძლებელია ეხსნა არა მარტო საქართველო, არამედ მთლიანად კავკასია!“


...დღეს, როდესაც, ყველასათვის თვალხილულად „მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება“ მიმდინარეობს, საქართველოს გარშემო გაერთიანებული კავკასია ორჯერ უფრო საშიშია, ვიდრე ერთად აღებული შუა აზიის ქვეყნები, ბალტიისპირეთი, ან უკრაინა და ბელორუსია.


ამიტომაც ამოგვიღეს მიზანში:


− იმპერიალისტური ბაცილით დასნეულებულმა რუსეთმა!


− „ადამიანის უფლებების და დემოკრატიის“ ნიღაბმოსხმულმა, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების ინიციატორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა!


− და სულიერი დეგრადაციის გზაზე დამდგარმა ევროპის ნაწილმა...“


იუგოსლავიასა და არაბეთში აპრობირებული მეთოდები, საქართველოში არ გამოდგებოდა მისი ტერიტორიის სიმცირის გამო, რადგან, საჰაერო და საზღვაო საშუალებებიდან დაბომბვებს, ადვილი შესაძლებელია მეზობელი ქვეყნების დაზარალებაც გამოეწვია, რომლებთანაც, ზემოთხსენებულ, მსოფლიოს გადანაწილებაში მონაწილე ქვეყნებს პრეტენზია არ გააჩნიათ.


ამასაც რომ თავი დავანებოთ, წარმოუდგენელია საქართველოში ლეგალურად განლაგებულ, ზემოთხსენებული ქვეყნების უშიშროების სამსახურებს არ სცოდნოდათ, რომ


− შევარდნაძე-უხსენებლის და მიშა-შეურაცხადის ოცწლიანი, ქვეყნის და მისი მოსახლეობის საწინააღმდეგო მმართველობის შემდეგ, დასუსტებული საქართველოს წინააღმდეგ, იარაღის გამოყენება ზედმეტ ხმაურს გამოიწვევდა.


ამიტომაც მიმართეს ზნეობრივ და მორალურ წნეხს, რაც ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების უფლებების გააქტიურებასა და მათი „უფლებებისა და დემოკრატიის“ დაცვის ნიღბით აგორდა საქართველოში.


შესაძლოა ვინმე შემოგვედაოს − რა ბევრი ისინი არიან ჩვენთან, განგაში რომ ავტეხოთო! და მართალი იქნება კიდეც, მაგრამ თუ მათ დავუმატებთ ე.წ. „არასამთავროებს“ და მათ მიკედლებულ, აშკარად თუ მალულად სულგაყიდულებს, ისინი იმ ძალას წარმოადგენენ, მეთოდურად და შეუმჩნევლად „წირვა გამოუყვანონ“ ჩვენს სამშობლოს!


 


ამიტომაც, როგორც არასოდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ!


 


უნდა ვიბრძოლოთ:


 


− 1991 წლის 9 აპრილს აღდგენილი და 1992 წლის 6 იანვარს დაკარგული, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად!


დავით შოთაძე


გივი შავიშვილი


ვასილ ხომერიკი


დავით მარიამიძე


იური ბურკაძე


ქართველი ემიგრანტები,


გერმანია-ბელგია-ჰოლანდია


 

8-04-2025, 17:01
უკან დაბრუნება