ივერიონი / ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრებს რუსეთშიც უჩივიან

ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრებს რუსეთშიც უჩივიან

ნიჟნი-ნოვგოროდის საფეხბურთო გუნდის ,,ვოლგას" ხელმძღვანელობა გორის ,,დილა"-ს კაპიტანს ლევან სალუქვაძეს, კონტრაქტის ნაადრევად დარღვევის გამო, უჩივის. ანალოგიური პრობლემა კიდევ ერთ ფეხბურთელს გოგიტა გოგუას აქვს. ორივე ფეხბურთელი რუსეთიდან ჩამოვიდა. ამ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


ოფიციალური ინფორმაციით, ,,ვოლგა" 2012 წლის დასაწყისში: გოგიტა გოგუამ, ზურაბ არზიანმა, გოჩა ხოჯავამ, მატე ვაწაძემ და ლაშა სალუქვაძემ დატოვეს. ,,ვოლგას" ხელმძღვანელობა კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო, მხოლოდ, გოგუას და სალუქვაძეს უჩივის.


ნიჟნი-ნოვგოროდის საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობა საქმის მოგვარებას სასამართლოში აპირებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ადვოკატები უკვე დაიქირავეს.

ლაშა სალუქვაძის თქმით, რუსეთის საფეხბურთო გუნდი მისგან საკონტრაქტო თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მისი განცხადებით, ფეხბურთელები გუნდიდან არა თუ საკუთარი ნებით წამოვიდნენ, არამედ გუნდიდან გააგდეს.


,,გუნდიდან სრულიად უსაფუძვლოდ გაგვადეს, პირიქით, აქეთ უნდა გადაგვიხადონ თანხა. კლუბი ვალდებული იყო ჩემთვის ანაზღაურება გადაეხადა", – ამბობს სალუქვაძე.
როგორც ცნობილი გახდა, ,,ვოლგა" ფეხბურთელებისგან გაცემული თანხის ხარჯვის ანაზღაურებასაც ითხოვს. ამ ინფორმაციის მოთხოვნის მოტივე ჩვენთვის უცნობია. უცნობია, როგორც კონტრაქტების შინაარსი, ასევე თვით ,,ვოლგას" ხელმძღვანელობის საჩივრის კონკრეტული არგუმენტები.


თუმცა გარკვეული დეტალები ცნობილი რუსულ პრესით ხდება. ,,ვოლგა"-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, ქართველი ფეხბურთელები შეკრებებზე არ დადიოდნენ. მაგალითისთვის, თურქეთში გასვლა დაასახელეს. ლაშა სალუქვაძის განცხადებით, შეკრებებზე ისინი აღარავის მიჰყავდათ. ,,თავად გვითხრეს გუნდის ძირითად შემადგენლობას ჩამოგაცილეთო", – ამბობს სალუქვაძე.


ერთი სიტყვით, დავა გრძელდება. ფაქტია, რომ ფეხბურთელები გორის ,,დილაში" მას შემდეგ გამოჩდნენ, როდესაც ადგილობრივი გუნდი შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატრონაჟობის ქვეშ გადავიდა.


საინტერესოა, როგორ მოახერხებს მფარველის გარეშე დარჩენილი გორის "დილა" რუსულ გუნდთან სამართლებრივი დავის მოგვარებას.

26-11-2012, 12:06
უკან დაბრუნება