ივერიონი / კობა ბექაური: ზურაბ ადეიშვილი განადგურებით დამემუქრა

კობა ბექაური: ზურაბ ადეიშვილი განადგურებით დამემუქრა

შალვა რამიშვილის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოიკვეთა. ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი კობა ბექაური ყვება.


მისი თქმით,  შალვა რამიშვილის დაჭერაში მონაწილეობა ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და ბაჩო ახალაიას მუქარის შემდეგ მიიღო.


"ზურაბ ადეიშვილი დამემუქრა, რომ თუ არ შევასრულებდი მის დავალებას, დამიჭერდნენ და გამანადგურებდნენ", _ აცხადებს კობა ბექაური.


მისივე განმარტებით, შალვა რამიშვილის დაკავების დღეს, ვაკეში შუქი, ვანო მერაბიშვილის მითითებით, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა გამორთო. რამიშვილის დაკავების შემდეგ, კობა ბექაური "კუდ"-ის შენობაში მივიდა, სადაც ქალაქის მერი გიგი უგულავა დახვდა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა წაიღო.
კობა ბექაურის განცხადებით, საქმის კურსში იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

26-11-2012, 12:58
უკან დაბრუნება