ივერიონი / “თელასის“ ოფიციალური განცხადება

“თელასის“ ოფიციალური განცხადება

 

"თელასის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დევი კანდელაკის დანიშვნის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

 

“ივერიონი“  გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

“სს „თელასის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დევი კანდელაკი დაინიშნა, შპს „მტკვარი ენერგეტიკა“–ს, სს „ხრამი–1“ და სს „ხრამი–2“ გენერალური    დირექტორი („ინტერ რაო ეეს“–ის ჯგუფის გენერაციის აქტივები საქართველოში).

 

 დევი კანდელაკმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2005 წელს მიიღო მენეჯმენტის ევროპული სკოლის დიპლომი.

 

2000 წელს დევი კანდელაკი  კომპანია „AES-მტკვარი“-ს ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003 წელს იგი გახდა კომპანია „მტკვარი ენერგეტიკა“–ს გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე დევი კანდელაკი შპს „მტკვარი ენერგეტიკა“–ს, სს „ხრამი–1“ და სს „ხრამი–2“ გენერალური    დირექტორია.

 

სს „თელასი“–ს ყოფილი გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი გააგრძელებს მუშაობას  „ინტერ რაო ეეს“–ის ჯგუფში ღსს „რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის“ („რაზთეს“–ის) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

 

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში კომპანია „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს“ მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა”.

 

 

26-11-2012, 13:32
უკან დაბრუნება