ერთი თვის თავზე უმრავლესობაში მოსულმა "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეასრულა ის სოციალური დაპირებები, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, საინტერესოა თუ რა კრიტერიუმებით იქნებიან შერჩეულნი პატიმრები. "რა თქმა უნდა, პერიოდულად ამნისტია საჭიროა, მაგრამ საინტერესოა, ვინ მოხვდება ამ სიებში. დღეს დაგეგმილია ქეთრინ ეშტონის ვიზიტი საქართველოში. საკითხი შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების მოგვარებას, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, მაგრამ ამ პროცესზე უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესები. დემოკრატიული მექანიზმების გამოყენება არადემოკრატიული საქმეებისთვის აისახება საერთაშორისო ურთიერთობებზე", _ განმარტავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.
როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, ის თავს ამჟამადაც "ვარდების რევოლუციის" რეფორმატორად მიიჩნევს, რადგან ქვეყნის სასიკეთოდ გარდამტეხი ცვლილებები სწორედ ამ დროს მოხდა.
მან ასევე აქცენტი გააკეთა თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკის არასწორ შერჩევაზე. "ბრუნდებიან 90-იანი წლების კადრები, საუბარია იგივე გია ყარყარაშვილზე" _ აცხადებს დარჩიაშვილი.