ივერიონი / "ბარსელონა" ესპანეთის "ლა ლიგაში" აღარ ითამაშებს?

"ბარსელონა" ესპანეთის "ლა ლიგაში" აღარ ითამაშებს?

ბარსელონის მერმა შაბიე ტრიასმა კატალონიის ესპანეთიდან შესაძლო გამოყოფის შემთხვევაში "ბარსელონას" მომავალზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ეს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგდეს.

 

"კატალონიას არ აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი, კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი ჩაატაროს. ძალიან ცოტა გუნდი გვყავს. ამიტომ, "ბარსელონას" მოუწევს, რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა, მაგალითად, საფრანგეთის ლიგა 1-ში. შესაძლოა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონშიც დარჩეს", - განუცხადა ტრიასმა AFP-ს.

 

შეგახსენებთ, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს.

 

"ბი-ბი-სი"-ის ცნობით, არჩევნებში დასწრება უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო. ხმების დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ეროვნულმა კოალიცია "კონვერგენციამ და კავშირმა" გაიმარჯვა, რომლებმაც ამომრჩევლების ხმების 30% მიიღო.

 

პარტია პარლამენტის 135 ადგილიდან 50-ს დაეუფლა. 21 მანდატი კი მათმა მოკავშირე "რესპუბლიკურმა მემარცხენე კატალონიამ" მიიღო. ორივე პარტია კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას მოითხოვს.

 

მადრიდში მთავრობა ირწმუნება, რომ კატალონიელი ნაციონალისტები ამ საკითხზე აქცენტს ფინანსური მდგომარეობის  გადაფარვის მიზნით აკეთებენ.

 

ხმის მიცემის შემდგეგ კატალონიის პრეზიდენტმა არტურ მასმა განაცხადა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ისინი კონსულტაციას გაივლიან კატალონიის 5 მილიონიან მოსახლეობასთან, სჭირდებათ თუ არა მათ დამოუკიდებლობა.

 

26-11-2012, 14:29
უკან დაბრუნება