შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით არის დაბარებული, თუმცა, რა საკითხთან დაკავშირებით, უცნობია.
"ჯაბა ებანოიძე, არის ადამიანი, რომელმაც შეძლო საჯარო რეესტრის რეფორმირება. თუ გინახავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დაეკავებინოთ ვინმე ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის? დაკავებები ხდება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით", _ განაცხადა დეპუტატმა დავით საყვარელიძემ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბ-ბინაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვთ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით "ნაციონალებს", საყვარელიძემ უპასუხა, რომ ამნისტიის კანონი ჰუმანური კანონია და რაც მეტი ადამიანი დატოვებს საპყრობილეს, მით უკეთესი იქნება და ამას "ნაციონალები" მხოლოდ მიესალმებიან.