ივერიონი / ზემო ალვანში სტალინის ძეგლი დააბრუნეს

ზემო ალვანში სტალინის ძეგლი დააბრუნეს

ახმეტის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ზემო ალვანში სტალინის ძეგლი დააბრუნეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ზემო ალვანის რწმუნებულმა დავით ქააძემ განუცხადა, ძეგლი ჯერ შეფუთულია და მისი გახსნა რამდენიმე დღეში იგეგმება.


„გუშინ დილით რომ გამოვედი სოფელში, დავინახე, სტალინის ძეგლი აღდგენილი იყო, მაგრამ ჯერ შეფუთულია. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, საქმის კურსში არ ვიყავი. ვისი ინიციტივა იყო, ვინ აღადგინა, არაფერი ვიცი. მე ძეგლის აღდგენის მომხრე ვიყავი. ასეა თუ ისე, ისტორიაა. მის დემონტაჟს მხარს არ ვუჭერდი. ეს იყო დავალება, მაგრამ ვისი, არ ვიცი. ღამე მოვიდა მანქანა და ძეგლი მოხსნეს. მე უბრალოდ, ვესწრებოდი ამ პროცესს, რომ ძალიან არ დაზიანებულიყო. ძეგლი ამ დრომდე ერთ-ერთ ინდმეწარმესთან ინახებოდა",  _ აღნიშნა დავით ქააძემ.


ქააძის თქმით, ძეგლი ერთ-ერთი კერძო მეწარმის შენობაში იყო გადატანილი. სტალინის ძეგლი ზემო ალვანის ცენტრიდან 2011 წლის ექვს ივნისს აიღეს.

26-11-2012, 18:25
უკან დაბრუნება