ივერიონი / ეკა ბესელია: მინდა, ამნისტია ჰუმანური აქტი იყოს!

ეკა ბესელია: მინდა, ამნისტია ჰუმანური აქტი იყოს!

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი ამინისტიის კანონპროექტს დღეს განიხილავს.


სხდომაზე დეპუტატები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას მოისმენენ, რომელიც იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან იქნება შეჯერებული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.


"ძალიან მინდა, რომ ჩვენ კონსენსუსის გზით ვიაროთ და სწორედ ამ გზით მივიღოთ ამნისტია, რომელიც  შეთანხმებული ჰუმანური აქტი იქნება. ეს ერთი მხრივ, პატიმრებისთვის თავისუფლების მოპოვების გზა არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავე დროს საზოგადოების ინტერესებიც  უნდა იყოს დაცული", - აცხადებს ადამაინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

27-11-2012, 10:17
უკან დაბრუნება