ივერიონი / "აღმოაჩინე უკრაინა" მიხეილ სააკაშვილთან ერთად

"აღმოაჩინე უკრაინა" მიხეილ სააკაშვილთან ერთად

მიხეილ სააკაშვილი "კიევ-პოსტი"-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფონდის ორგანიზებით იმართება.


ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.


"26-27 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი "კიევ პოსტ"-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ფონდთან პარტნიორობით იმართება. 27 ნოემბერს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.


უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა დონეზე და მონაწილეობას მიიღებს არსენია იაცენიუკის ფონდის "აღმოაჩინე უკრაინა"-ს დიპლომატიური კლუბის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში. დისკუსიის თემაა - "რეგიონი გზაჯვარედინზე: ევროპული პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისათვის". მიხეილ სააკაშვილისა და ფონდის დამფუძნებლის საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება".

27-11-2012, 11:04
უკან დაბრუნება