ივერიონი / აეროპორტში „ქართული ოცნების“ აქტივისტი დააკავეს

აეროპორტში „ქართული ოცნების“ აქტივისტი დააკავეს

თბილისის აეროპორტში, მოსკოვიდან საქართველოში ჩამოფრენისთანავე კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის შტაბის აქტივისტი ზვიად ხვედელიძე დააკავეს.


მას გურჯაანის სასამართლომ 2012 წლის 12 იანვარს დაუსწრებლად, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


ხვედელიძე საქართველოში ათი თვეა არ იმყოფებოდა. როგორც მისი მეუღლე ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელები მას წინასაარჩევნოდ აგენტობას აიძულებდნენ. მისივე თქმით, მისი მეუღლე უკანონო პატიმარია და სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.

27-11-2012, 11:10
უკან დაბრუნება