ივერიონი / ვანო მერაბიშვილს 1 700 000 ევროს მითვისებაში ადანაშაულებენ

ვანო მერაბიშვილს 1 700 000 ევროს მითვისებაში ადანაშაულებენ

,,უფლებადამცველთა ორგანიზაცია’’ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ მაღალჩინოსნებს 1 700 000 ევროს მითვისებაში ადანაშაულებენ.  ვანო მერაბიშვილს, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძესა და ლევან ქარდავას ბიზნესმენ ნუგზარ ბოჭორიშვილის წინააღმდეგ უკანონო სპეცოპერაციის ჩატარებასა და მისი კუთვნილი თანხის მიტაცებაში სდებენ ბრალს. 


ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძეს განცხადებით, ყოფილ ხელისუფლებას მსოფლიო საზოგადოების  წინაშე ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფოს იმიჯი სჭირდებოდა. ამ მოტივით დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომელიც ყალბ მტკიცებულებებს და შეთითხნილ ბრალდებეს ემყარება და რომელსაც უშუალოდ, ყოფილი შსს-ს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.


,,2009 წელს ,,გაეროს ნარკოტიკების შესაზებ მოხსნეენბაში“ საქართველო ნარკოტრანზიტისა და  ნარკობიზნესის ,,წამყვან“ ქვეყნად აღიარეს. 2010 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში გაოითქვა შეშფოთბა, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება. მათ სჭირდებოდათ ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის გახმაურება და ამ საქმეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები შეწირეს“, - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.


2010 წლის 7 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ნუგზარ ბოჭორიშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, მევლუდ სვანიძე და რომან მესუმიანი. მათ ბლარი დაედოთ ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშრისო გადაზიდვაში.
ნუგზარ ბოჭორიშვილი საქართველოში არ ცხოვრობს, იგი საბერძნეთის მოქალაქეა. დანარჩენი 4 ბრლადებული კი დაპატიმრებულია.


,,ეს არის უპრეცენდენტო ნარკოტრანზიტის საქმე, სადაც არც ერთი გრამი ნარკოტიკული ნივთიერება არ არის ამოღებული.  არ არსებობს დანაშაულის ჩადენის რაიმე რეალური მტკიცებულება, გარდა მოწმეთა იძულებით, წამებით მიღებული ცრუ ჩვენებებისა. აღსანიშნავია, რომ  ერთ-ერთი მოწმე შიზოფრენიით არის დაავადებული. არც ერთი სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს“, - აცხადებს ბოჭორიშვილის ადვოკატი  თამაზ გურაშვილი.


მისივე თქმით, ნუგზარ ბოჭორიშვილი ,,რესპუბლიკული პარტიის“ წევრი იყო და პარტიას ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა. ბიზნესმენი რამდენიმე რესტორნის მფლობელია ქუთაისში, საბერძნეთსა და ესპანეთში.

27-11-2012, 14:03
უკან დაბრუნება