"იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, ჩვენგან უნებართვოდ, ბატონ კოტე კუბლაშვილს სტრასბურგში შესამოწმებლად გაუგზავნია. ეს არის გაუგონარი ფაქტი. მე მოვითხოვე, რომ თუ მსგავს ფაქტს კიდევ ექნება ადგილი, სტრასბურგში არ განიხილონ. ისინი დამთანხმდნენ, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ სასამართლო იყოს პოლიტიკური ოპონენტის როლში. შევახსნებ ბატონ კუბლაშვილს, რომ ჩვენ ერთი ქვეყანა ვართ", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტს ხვალ მთავრობის სხდომაზე გაიტანენ განსახილველად. ცვლილებათა პაკეტი შესასწავლად უკვე გადაეგზავნა ვენეციის კომისიას.