ივერიონი / რა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს საქმესთან დაკავშირებით?

რა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს საქმესთან დაკავშირებით?

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ორი სახელმწიფოთაშორისი საქმე აქვს შეტანილი.  ერთი არის საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". საქმე ეხება რუსეთიდან ქართველების მასობრივ გამოძევებას.


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ამ საქმეზე პროცედურა დამთავრებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც დარჩა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებაა. წულუკიანის განმარტებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.


"მოწმეების დაკითხვაც ჩატარდა, თათბირიც შედგამ, თუმცა უცნობია, რა გადაწყვიტა სასამართლომ. ერთადერთი, რაც დარჩა, არის ის, რომ თათბირის შედეგი გავიგოთ და ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს. ჩემი გათვლებით, ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე დასრულდება ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ შეილახოს", _ განაცხადა წულუკიანმა.


ხოლო მეორე სახელმწიფოთაშორისი საქმე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელია. მინისტრის განმარტებით, ამ საქმის დასრულებამდე ჯერ შორია.


თეა წულუკიანმა "მაესტროს" პრესკლუბში ასევე ისაუბრა ლაფანყურის ცნობილი სპეცოპარციის გამოძიებაზეც, რომლის დროსაც, ჩვენი 5 ჯარისკაცი დაიღუპა. მისი განხადებით, საქმის გამოძიება დაწყებულია და სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.


"ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩატაევს რუსეთს არ გადავცემთ. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩატაევი არ უნდა განთავისუფლდეს. მაგრამ, თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ ჩატაევი უნდა იყოს ციხის გარეთ და თუნდაც ციხის გარეთ დაელოდოს სასჯელს, ამის შესახებ შესაბამისი განცხადება გაკეთდება",  - განაცხადა თეა წულუკიანმა.

27-11-2012, 16:19
უკან დაბრუნება