ივერიონი / თეა წულუკიანი: სირცხვილია, როცა ყოფილი მაღალჩინოსანი მამაკაცები წუწუნებენ

თეა წულუკიანი: სირცხვილია, როცა ყოფილი მაღალჩინოსანი მამაკაცები წუწუნებენ

"ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი დააპატიმრეს და გავრცელდა მოსაზრება, რომ ჩვენ პოლიტიკურ დევნას ვაწარმოებთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენი მთავრობის თითოეული წარმომადგენელი და განსაკუთრებით, მე და ირაკლი ღარიბაშვილი ვართ გარანტი და ვიდრე მინისტრები ვართ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ რომელიმე პირის პოლიტიკურ დევნას. აქამდე მომხდარ გახმაურებულ დაჭერებზე, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი მათგანის პოლიტიკური ნიშნითა და მტკიცებულებების გარეშე დაკავება არ მომხდარა", _ განაცხადა თეა წულუკიანმა "მაესტროს" პრესკლუბში.


იუსტიციის მინისტრმა მოუწოდა პოლიტიკოსებს და საზოგადოებას, მოვლენების შესაფსებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. "სამართალიანობა აღდგება და პოლიტიკური იმუნიტეტი არ იქნება თავდაცვის მექანიზმი", _ აცხადებს წულუკიანი.


"ნებისმიერი მინისტრი, მათ შორის მეც, თუ ჩავიდენთ დანაშაულს, არ უნდა ვსარგებლობდეთ პოლიტიკური იმუნიტეტით. სირცხვილია, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მამაკაცები წუწუნებენ. მათ გამოძიება ეკითხება, ისინი კი  პასუხობენ: "არ შემეხოთ, პოლიტიკაში ვიყავიო", _ ამბობს თეა წულუკიანი.


იუსტიციის მინსიტრი, პრეკონფერენციის დასასრულს ასევე პატიმრების თემას შეეხო და განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, ამნისტია უნდა შეეხოთ ქალებს და ბავშვებს, ასევე მამაკაცებს, რომლებმაც ციხეში საშინელებები გამოიარეს. ამის ამსახველი კადრები ჩვენ ცოტა ხნის წინ ტელევიზიით ვიხილეთ", _ აცხადებს წულუკიანი.

27-11-2012, 16:22
უკან დაბრუნება