„ჩემი მისამართით არსებული ყველა ბინძური ბრალდება, ამ წლების განმავლობაში ჩემგან უპასუხოდ დარჩა“.
ამას შსს-ს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს. დონაძე დუმილის დარღვავასთან ერთად მისი მისამართით დაგროვილ კითხვებზე პასუხისგაცემას ეპისტოლარულად შეეცადა:
„42-მ მუხლის რა მოგახსენოთ და მათი დაბოღმილი ე. წ. "ნაბლოკატების", მაგრამ ჩემი იქ ყოფნა, სადაც ბუტა რობაქიძე გარდაიცვალა, ცოტა უხერხულია... თან თურმე ვაქტიურობდი...!
ველოდები საქმის შეთითხვნას და ჩემს დადანაშაულებას ამ უკვე არაერთხელ შესწავლილ და გამოძიებულ საქმეზე...
აი, ევროპას მერე კი ჩემი უდანაშაულობით და არსებული მასალებით მართლა გავაოცებ. ამის პირობას ნამდვილად ვდებ!!!
...ჩემი მისამართით არსებული ყველა ბინძური ბრალდება, ამ წლების განმავლობაში ჩემგან უპასუხოდ დარჩა და ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს.
- მე ძალიან მსიამოვნებს იმ არსებებისგან ტალახის სროლა, ვინც ღორზე ბინძურია. თან რა სასიამოვნოა მერე იმის ყურებაც, თუ როგორ იხრჩობიან საკუთარ ბოღმაში ეს არსებები...
ველოდები მოწმის სახით დაბარებას ...... მაგრამ ჩემი შემთხვევის ადგილზე და იქ ყოფნის ვერ დადსატურების შემთხვევაში, ცრუ ჩვენების მიცემისთვის მართლა მოუწევს რამდენიმეს პირს პასუხისგება.
პ.ს. არსებობენ ოპერატიული ჯგუფის წევრები, რომლებმაც დონაძის იქ ყოფნა არ დაადასტურეს. არსებობს ექიმის ჩვენებები, სადაც დონაძე ვერ დაინახა. და ასე შემდეგ...
და არსებობს სამსახურებრივი მივლინების ოფიციალური დოკუმენტი + თარიღი და ბეჭედი, სადაც მე თბილისში იმ დღეს, სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ ვიქნებოდი...
- უკაცრავად, ერთი დეტალი. გადაღებულ ვიდეოკადრებში "დიდი კაცები" ამტკიცებენ, რომ ვიდეომასალაში ისმის ხმა, სადაც პატრული ამბობს, რომ თითქოს არ აქვთ არაფერი....
- ეს იცით, რა არის? - ჩვეულებრივი მონტაჟი.
ერთმა არსებამ, თავის დროზე, საკუთარი ბინძური თავის გასაპიარებლად კადრებს ხმა გადაადო ჩუმად და აი, ნახეთ ხალხოო, რა გაეპარა კადრებში შსს- პრესცენტრსო....
ვიღაცების და სამწუხაროდ, ეს ვერ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ ადგილზე იარაღი არ ყოფილა. იმიტომ, რომ ჩანაწერის ორიგინალი შსს-ში და საგამოძიებო ნაწილში მართლაც არსებობს და ამას არავინ მალავს...
ამ მონტაჟს კი აუდიოექსპერტი სწრაფად მიხვდება. საქართველოში თუ არა, მსოფლიოში უცნობილესი საექსპერტო ბიურო ზუსტად წამში დადებს დასკვნას, რა არის ყალბი და რომელია ორიგინალი...
ელამენტარულად, პირის მოძრაობაც კი არ ემთხვევა გაყალბებულ კადრებს, მოქმედება სულ სხვაა და ხმა კი ისმის. არა აქვთ არაფერი და ამ დროს ქუჩის ინტერშუმი, ხელის მოძრაობის, თან პატრულს ისეთი ქურთუკი აცვია, რომელიც სპეციფიურ ხმას გამოსცემს ხელის გაქნევისას, არ არის. მერე დაქოქილი ავტომანქანის ძრავის ხმა და ბევრი სხვა დეტალი, რომლის აღწერასაც აღარ გავაგრძელებ...
ამის გარდა, კიდევ ბერვი საგაზეთო სტატია და ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.
თვალსაჩინოებისთვის ერთს ახლა გამოვაქვეყნებ დანარჩენი მერე იყოს...
წარმატებები ყველას და აქვე დავამატებ, არსად არ გავქცეულვარ და არც ვაპირებ გაქცევას... 3 თვით უცხო ენის გამაძლიერებელ კურსებზე ჩავაბარე და ვიმაღლებ ცოდნას...
პ.ს. ველი თემების გახსნას და ქილიკს "დიდი არსებებისგან" ჩემს დღევანდელ პოსტზე და + არ დაგავიწყდეთ ჩემი დაცინვა და ორიენტაციაზე "მსჯელობა". ))))
:-)