თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარლამენტი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა საკითხს უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. მან ამის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, პოლიტიკურ პატიმრებთან მიმართებაში საქმეების განხილვა პარლამენტსა და სამუშაო ჯგუფში ზედაპირულად მოხდა. სიაში წარმოდგენილ ადამიანებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ეჭვები, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს. ეს გახდა მიზეზი, რის გამოს "საიამ" სამუშაო ჯგუფი დატოვა.
"საიას" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სიაში არიან ადამიანები, რომელთა საქმეებიც მეტი სიფრთხილით უნდა გადაიხედოს. "გამოჩნდა ადამიანი, რომელიც რამდენიმე პოლიტპატიმრის სიაში ყოფნას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა," _ განაცხადა ჩუგოშვილმა. როგორც, მან განმარტა ერთ-ერთი ასეთი ადამიანი შეხვდა ნანა კაკაბაძეს და ეკა ბესელიას და სიის გადახედვა სთხოვა, რადგან მას სერიოზული დაზიანებები მიადგა. ამ ადამიანს ესროლეს, მიიღო ძალიან მძიმე დაზიანებები, თუმცა ის ადამიანი, ვინც ესროლა ერთი დღეც არ ყოფილა საპატიმროში. იგი მიმალვაშია და ახლა პოლიტდევნილთა სიაში მოხვდება,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის აზრით, ასეთ შემთხვევაში სჯობდა, პარლამენტს პირდაპირ აეღო პასუხისმგებლობა და წარმოდგენილი სია სამუშაო ჯგუფში მონაწილე ორგანიზაციების გარეშე დაემტკიცებინა.