ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურები მერიის სისტემაში შემავალ შვიდ დაწესებულებაში შევიდნენ, ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
"2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. ამ მოტივით საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესულები არიან თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შემდეგ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში:
1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია;
2. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური;
3. ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;
4. სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური;
5. ააიპ - ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი;
6. ააიპ - თბილისის განვითარების ფონდი;
7. შპს "თბილსერვის ჯგუფი", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.