„ქართველ კაცს ჭიდაობა გენში აქვსო, ამბობენ. სწორედ ამ გენმა გაიბრწყინა თქვენში ამ ნახევარი საუკუნის წინ და მას მერე არაერთი უდიდესი წარმატებით გაახარეთ ქართველი ხალხი. დაუმარცხებელი ქართველი ფალავანი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა შორის დაგასახელეს. ლეგენდარულმა ფალავანმა უამრავ მედალსა და ტიტულთან ერთად თქვენი დიდბუნებოვნებით მოიპოვეთ მთავარი – ხალხის სიყვარული, რაც ყველაზე დიდი ჯილდოა ამ ქვეყანაზე“, - ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რომან რურუას 70 წლის იუბილე.
დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ოთხგზის და მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის - რომან რურუას 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.