ივერიონი / რკინიგზის თანამშრომელთა 90 პროცენტი კორუმპირებულია?!

რკინიგზის თანამშრომელთა 90 პროცენტი კორუმპირებულია?!

,,საქართველოს რკინიგზის თავისუფალი პროფკავშირი მიესალმება საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ოლეგ ბიჭიაშვილის დანიშვნას", - აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე გია ყრუაშვილი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, ოლეგ ბიჭიაშვილი არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და რკინიგზაში მისი მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება უდაოდ პოზიტიურ შედეგს გამოიღებს რკინიგზის განვითარების საქმეში. 

 

ყრუაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა რკინიგზის თანამშრომელთა საქმიანობაზე და თქვა, რომ ჯერ კიდევ იქ მომუშავე 90% კორუმპირებულია.

 

,,საქართველოს რკინიგზაში მომუშავე ორი ათასი ადამიანი კვლავ მოკალათებულია თავის სავარძელში, რომლებიც წლების განმავლობაში მილიონების მითვისებით იყვნენ დაკავებულნი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე მიხედვას. ამის იმედს მისი ხასიატის სიმტკიცე და სამართლიანობა გვაძლევს", - აღნიშნა გია ყრუაშვილმა.

 

28-11-2012, 12:51
უკან დაბრუნება