ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი საკუთარი ინიციატივით საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ჯორჯ სოროსის ვიზიტს არაოფიციალური სახე ექნება. ვიზიტის ფარგლებში მოხდება ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების განხილვა.
ვიზიტის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.