ივერიონი / თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის პროექტი „ფერებ- ფერებით“ დაბლოკეს!

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის პროექტი „ფერებ- ფერებით“ დაბლოკეს!

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ -მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რიყის პარკის ალტერნატიულ პროექტს ლობირებდა, რომელიც დაბლოკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარი  გვერდზე ავრცელებს.


შეგახსენებთ,  რომ არჩევნებამდე  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი  „მშვიდობის ხიდის“ სავარაუდო დაშლაზე საუბრობდა. ასევე,  „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები  ეწინააღმდეგებოდნენ რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სხვა მშენებლობებსაც.


რაც შეეხება თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქგანცხადებას, მას „ივერიონი“  უცვლელად გთავაზობთ: 


„ტაკამაცუ ივანიშვილის სახლის არქიტექტორია, სამი თუ ოთხი წლის წინ (თარიღი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საუბარი ნამდვილად მახსოვს) ივანიშვილი რიყეზე ამ პროექტს ლობირებდა და "ფერებ-ფერებით" დაბლოკეს. მაქვს კითხვა - ჩვენს პრემიერ-მინისტრს თანმიმდევრულობის დეფიციტის სინდრომი აქვს?”, - განმარტავს ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. 

28-11-2012, 13:21
უკან დაბრუნება