ივერიონი / „მერცხლებმა“ ატომური სააგენტოს სერვერი გატეხეს

„მერცხლებმა“ ატომური სააგენტოს სერვერი გატეხეს

ჰაკერების აქამდე უცნობმა ჯგუფმა  ,,პარასტუმ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ერთ-ერთი კომპიუტერის სერვერი გატეხეს. ატომურმა სააგენტომ აღიარა, რომ სერვერზე თავდასხმა ისრაელის მოწინააღმდეგე ჯგუფმა განახორციელა.


,,ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ჯგუფი სააგენტოს ექსპერტებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელიც ისრაელის საიდუმლო სამხერდო-ბირთვული სამუშაოების გამოკვლევებს მოითხოვს. მათ საკუთარ ვებგვერდზე ბირთვულ საკითხებზე მომუშვე 100 ექსპერტის ვინაობა გამოაქვეყნეს.


ჰაკერების ჯგუფის სახელწოდება ,,პარასტას“, რომელსაც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, სპარსულ ენაზე ,,მერცხალს“ ნიშნავს.

28-11-2012, 15:18
უკან დაბრუნება