ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დღის წესრიგში სპორტის აკადემიის აღდგენის საკითხი დადგა.
ამაზე "მაესტროს" პრესკლუბში სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა ისაუბრა. "სპორტის აკადემიის გაუქმება ძალიან დიდი დანაშაული იყო, მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე", _ აცხადებს ჯაჭვლიანი.
მისი განცხადებით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ამიტომ, მსოფლიოში ვერ შევქმნით პოლიტიკურ ამინდს, თუმცა "ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოში ამინდი დიდი სპორტით, მეცნიერებით და პროფესიონალიზმით შევქმნათ", _ განაცხადა სოსო ჯაჭვლინმა.