ივერიონი / თეა წულუკიანი: პრეზიდენტმა უფლებამოსილება საკუთარი ინიციტივით შეიზღუდა

თეა წულუკიანი: პრეზიდენტმა უფლებამოსილება საკუთარი ინიციტივით შეიზღუდა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა საკადრო ცვლილებების შესახებ. კერძოდ, პრეზიდენტი აღარ დანიშნვას ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს  გაემიჯნება მთავარი პროკურატურა. მთავარ პროკურორს საპარლამენტო უმრავლესობას  იუსტიციის მინისტრი წარუდგენს და მას პრეზიდენტის ნაცვლად პრემირ-მინისტრი დანიშნავს.


„იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება პროკურორი, ამიტომ მას აღარ ექნება საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქცია. პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს პროკურორს, იმიტომ, რომ მისივე ინიციატივით, ჩვენ მივდივართ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ამ საკითხს გამოეხმაურა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. როგორც მან განმარტა, პროკურორი თანამდებობაზე  ხუთწლიანი ვადით იქნება, ხოლო გადაყენება მოხდება იმპიჩმენტის საფუძველზე, რაც, პრემიერის განცხადებით, არც ისე იოლი ფორმაა.

28-11-2012, 15:57
უკან დაბრუნება