პრემიერ-მინისტრმა ,,მე-9 არხსა“ და ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ გაერთიანება გადაიფიქრა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,გადავწყვიტე, ,,მე-9 არხი“ კერძო ტელეკომპანიად დარჩეს. თუმცა ის, რომ ,,მე-9 არხში“ წილი ჩემს ოჯახსაც აქვს, უხერხულობას მიქმნის. ამიტომ, ვიზრუნებთ, რომ არხის ბორდი ავტორიტეტული ჟურნალისტებით დაკომპლექტდეს და მასზე ჩემი ოჯახის ფორმალური გავლენა აღარ იყოს. თუმცა, ჟურნალისტებზე ზეწოლა აქამდეც არ მომიხდენია“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო, მიზეზად კი ოპონენტების მიერ ამ განცხადების არასწორი ინტერპტეტაცია დაასახელა.