ივერიონი / გოკა გაბაშვილი: ივანიშვილს ჩვენი მოსპობა უნდა!

გოკა გაბაშვილი: ივანიშვილს ჩვენი მოსპობა უნდა!

"ნაციონალების" ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება აქტიურად ცდილობს შეზღუდოს ის მედიასაშუალებები, რომლებიც არ იზიარებენ მთავრობის ხედვას, რისთვისაც ისინი გამოგონილ ფაქტებს იმიზეზებენ.


"მედიის ის ნაწილი, რომელიც ლოიალური არაა ივანიშვილის პოლიტიკისადმი, ზეწოლას განიცდის. ეს ხდება როგორც პირველ არხთან, ასევე "რუსთავი 2"-თან მიმართებაში, რომელთა შიდა პოლიტიკაში ჩარევა პრემიერ-მინისტრის მიზანია. ფინანსთა სამინისტრო ბრალდებების გამოგონებითაა დაკავებული, იმის ნაცვლად, რომ დაპირებების შესრულებაზე იფიქროს", _ აღინიშნა გოკა გაბაშვილმა.


"ნაციონალების" ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მანამ გაგრძელდება, სანამ ისინი დაპირისპირებულ მხარეს არ მოსპობენ.

28-11-2012, 17:07
უკან დაბრუნება