ხვალიდან სოციალურად დაუცველ 1040 ოჯახს ფინანსურად დაეხმარებიან. უფრო კონკრეტულად კი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბინის ქირას - 200 ლარს გადაუხდის.
აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხვალიდან გადაერიცხებათ.
"ჩვენი პროექტის ამოცანა არ იყო უკანონოდ დაკავებული შენობების დამტკიცება. ასევე არ იყო ამოცანა ბინებით უზრუნველყოფა. ამ პროექტის ამოცანაა, რაც შეიძლება, მოკლე დროში ყველაზე უფრო გაჭირვებული ადამიანებისთვის ბინის ქირით დახმარება, რომ თუნდაც 6-7 თვის განმავლობაში ბინებში იცხოვრონ. ამ პროექტის შესრულება ხვალ დილიდან დაიწყება", - განაცხადა დავით სერგენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხის დარიცხვისთვის აუცილებელია ანკეტის შევსება.
ამ ეტაპზე ბინის ქირა გადაერიცხება 1 400 ოჯახს, თუმცა ანკეტირება და შესწავლა გრძელდება. როგორც სერგენკომ განმარტა, სოციალურად დაუცველთა ძალიან მცირე ნაწილი ითხოვდა ბინის ქირით უზრუნვლყოფას და უმეტესობის მოთხოვნა მუდმივი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა იყო.
დავით სერგენკოს განცხადებით, სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს ბინის ქირას დაუფინანსებს მანამდე, ვიდრე ოჯახები არ შეძლებენ ბინის ქირის თავად გადახდას.