შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედაგად, 2012წ 28 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საბარგო განყოფილებასთან ნარკოსაშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე დააკავეს1970 წელს ქ.ქუთაისში დაბადებული, დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ „კანონიერი ქურდი" ბადრი გიგლას ძე დ.
აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მულხის პირველი ნაწილით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.