ივერიონი / ლუკა კურტანიძე: ეს კრეტინები წასვლას არ აპირებენ?!

ლუკა კურტანიძე: ეს კრეტინები წასვლას არ აპირებენ?!

"ქართველმა ხალხმა სააკაშვილის ბანდას პირველ ოქტომბერს თავისი ადგილი მიუჩინა ისტორიის სანაგვეზე", _ აცხადებს დეპუტატი ლუკა კურტანიძე გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში.


კურტანიძე ყოფილი ხელისუფლების მანკიერებებზე და მათ მიერ ჩადენილ უკანონობებზე საუბრობს. ხოლო, მისთვის წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეკა კვესიტაძის გადაცემაში გავიდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კურტანიძე ქსენოფობად, კაცთმოძულედ, რევანშისტად და ქვეყნის ამომგდებად არის გამოყვანილი.


"კვესიტაძემ ჯერ ის მოიკითხოს. რამდენი დანაშაული აქვს მის ქმარს ჩადენილი და მერე ჩემზე ილაპარაკოს", _ აცახადებს კურტანიძე.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე შეეხო ბოლოდროინდელ დაკავებებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დანაშაულებებს. მისი თქმით, უკვე დროა მათ დატოვონ საქართველოს მთავრობაში დაკავებული თანამდებობე.


"დამნაშავე უნდა დაისაჯოს. "ნაციონალების" საქციელს მე ფაშიზმად და ქართველი ხალხის უბედურებად ვაფასებ. "ნაციონალები" ხოცავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში, მანქანებში და ხალხს ციხეებში ალპობდნენ. ეგენი უკეთებდნენ ცოცხებსა და "დუბინკებს" ადამიანებს უკანალში. როგორ, ამ ყველაფრის შემდეგ თანამდებობიდან წასვლაც არ უნდათ? მე ძალიან მიკვირს, ეს კრეტინები წასვლას არ აპირებენ? ვის სჭირდება სააკაშვილი პრეზიდენტად? ეგ ადამიანი წავა, სადაც საჭიროა, მაშინ ქვეყანაც დაისვენებს და თვითონაც გააჩერებს ენას!" _ აცხადებს ლუკა კურტანიძე.

29-11-2012, 10:26
უკან დაბრუნება