დღეს საქართველოში "ინტერ რაოს" წარმომადგენლები ჩამოდიან. დაგეგმილია შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში.
შეხვედრაზე საუბარი იქნება ტარიფების შემცირებაზე.
"ინტერ რაოს"_სთან შეხვედრაზე ასევე განიხილება "თელასის" გაფიცული და ზაფხულში სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეც.
გუშინ პრემირ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ტარიფები 10%-ით შემცირდება, რაც ელექტროენერგიაზე 1.5 თეთრს, ხოლო ბუნებრივ აირზე 5 თეთრით გაიაფებას გამოიწვევს.