ივერიონი / ბრიტანეთი მედიის რეგულირების ფორმებს ეძებს

ბრიტანეთი მედიის რეგულირების ფორმებს ეძებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონი ინიციატივით გამოდის და ქვეყანაში არსებულ პარტიებს მოუწოდებს, შეიმუშაონ ერთიანი მიდგომა ქვეყანაში მედიის საქმიანობის მომავალ რეგულირებასთან დაკავშირებით.

კამერონის განცხადებით, ამჟამად მოქმედი მედიის რეგულირების სისტემა მიუღებელია - დიდ ბრიტანეთში სახელმწიფოს მხრიდან მედიის საქმიანობაში ჩაურევლობის ტრადიცია არსებობს. კამერონმა არსებული ინიციატივა გახმაურებული სკანდალის გამო გამოთქვა, რომლის მიხედვითაც მედიის წარმომადგენლები კერძო პირების პირად საუბრებს უსმენდნენ.


აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბრაინ ლევენსონი მოითხოვს, რომ შემოღებულ იქნას პრესის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების გარკვეული ფორმა.

29-11-2012, 11:21
უკან დაბრუნება