კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა დასავლურ პრესაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას სააკაშვილის მომხრეების დევნაში ადანაშაულებენ.
"საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიას, ამას ამბობს მომავალი ლიდერი",_ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც "WALL STREET JOURNAL" აქვეყნებს.
"საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მოკავშირეების დაპატიმრება სხვა არაფერია, თუ არა იმის ნიშანი, რომ ახალი მთავრობა კუნთებს ათამაშებს. ეს ზეწოლა ქვეყანას დემოკრატიის გზიდან გადახვევის საშიშროებას უქმნის. ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახალ მთავრობას მოუწოდებენ, შეწვიტონ პროდასავლური მიხეილ სააკაშვილის მომხრეების შერჩევითი დევნა", _ წერს გამოცემა.