რუსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ გეოპოლიტიკური მდგომარეობის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რუსეთის გადაწყვეტილების გათვალისწინებით", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
რუსეთის პრემირ-მინისტრი ღიად აცხადებს, რომ ერთადერთი პიროვნება, რომელთანაც მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
"მან დაიწყო ომი და ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის და სხვა ხალხების წინააღმდეგ. ჯარისკაცების სიკვდილშიც მას მიუძღვის ბრალი. მოდის სიგნალები, რომ კარგი იქნებოდა კონტაქტების დალაგება, მაგრამ დიპლომატიურ დონეზე ჯერ ურთიერთობები არ დაწყებულა. საქართველოსთან ჰუმანიტარული ურთიერთობების მოგვარებაში ცუდი არაფერია", _ განმარტავს გამოცემასთან რუსეთის პრემირ-მინისტრი.