დედაქალაქის გარეგანათების ქსელის და შენობების არქიტექტურულ-მხატვრულ მინათების მომსახურებას წინასწარი ინფორმაციით, შპს „სინათლის ქალაქი“ განახორციელებს.
შპს თბილისის მერიის მიერ არის დაფინანსებული. დედაქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილია 19 მილიონ 211 ათასი ლარი.
მერიას ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილებს და დიდი ალბათობით, სწორედ ის გაიმარჯვებს.
გარდა ამ ტენდერისა, შპს „სინათლის ქალაქს“ მოგებული აქვს მერიის ყველა ტენდერი, რომელიც დაკავშირებულია ქალაქის განათებასთან და ასევე საახალწლოდ ქალაქის მორთვასთან.
ამავე კომპანიას მოგებული აქვს დედაქალაქის სკვერებში დეკორაციული სანათების მონტაჟი.
გასულ წელს ქალაქის გარე განათების და მინათებების მონტაჟი იგივე კომპანიამ განახორციელა, მაგრამ მაშინ ეს 7 მილიონი ლარით ნაკლები დაჯდა.