ივერიონი / კოტე კუბლაშვილი: თეა წულუკიანს ვეთანხმები და მზად ვარ თანამშრომლობისთვის

კოტე კუბლაშვილი: თეა წულუკიანს ვეთანხმები და მზად ვარ თანამშრომლობისთვის

არ შეიძლება არჩეული იყვნენ სასამართლო  კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეები მოსამართლის დანიშვნამდე. მსგავსი ქმედებები არაკონსტიტუციურია. სადისციპლინო კოლეგიაზე, სადაც მოსამართლეების შეცდომებზე მსჯელობენ, არ შეიძლება იმყოფებოდეს თავმჯდომარე, რადგან იზღუდება მოსამართლის უფლებები და მათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ.


ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნები კიდევ არსებობს და ამიტომ მათ განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.


 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტება  საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომელიც პროკურატურასთან კოორდინირებული მოქმედების გარეშე განახორციელა. „ სასამართლო გააკეთებს იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის, იგი არაა ვალდებული, ვინმეს შეუთანხმდეს გადაწყვეტილებების მიღებისას. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივებს, გარკვეულ ნაწილს ვეთანხმებით და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. როცა სასამართლო სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება, საყურადღებოა  „ ვენეციის კომისიის“ შეხედულება“,- აცხადებს კუბლაშვილი.


ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას კუბლაშვილმა განაცხადა, რომ 3 000 პატიმრის გამოშვება არაა საგანგაშო, რადგან ეს ეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებს, თუმცა „რაც უფრო ბევრს გამოუშვებენ, მით უფრო დამძიმდება კრიმინოგენული ვითარევა“, - აცხადებს კუბლაშვილი.

29-11-2012, 15:05
უკან დაბრუნება