რეჟისორი რობერტ სტურუა მოსკოვის თეატრის ,,ET CETERA” ხელმძღვანელთან ალექსანდრე კალიაგინთან ერთად, შექსპირის პიესის „ქარიშხლის“ ქართულ პრემიერას რუსთაველის თეატრში გამართავს.
ამის შესახებ ,,თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა ,,ET CETERA”-ს მსახიობებთან ერთად განაცხადა.
შექსპირის გარდა, მოსკოვის თეატრის წამყვან მსახიობებთან, ალექსანდრე კალიაგინთან და ნატალია ბლაგიხთან ერთად რობერტ სტურუა ფრანგი მწერლის, ტარიკ ნიუს პიესასაც გააცოცხლებს.
,,კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლების გამოსაკვებად“, - ასე ეწოდება ფრანგი მწერლის პიესის მიხედვით დადგმულ სპეკტაკლს, რომლის პრემიერა რუსთაველის თეატრში 5-6 დეკემბერს, შექსპირის ,,ქარიშხალი“ კი - 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს გაიმართება.
თეატრალურ წარმოდგენებს დიდი რეჟისორი უცვლელ გუნდთან - გია ყანჩელთან და გოგი ალექსი-მესხიშვილთან ერთად ამზადებს.