თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკარტების" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საკრებულოში თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად პრესკომფერენცია გამართა.
გაბუნიას თქმით, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორის და ფონდის მესვეურების მხირდან მოქალაქეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა მათ საკუთრებაში არსებული ფართების დათმობის მიზნით. მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა დირექტორმა გიორგი საბანაძემ მუქარის საშუალებით ფონდის სასარგებლოდ გადააფორმებინაა მათ მფლობელობაში არსებული ფართები.
"ჩემი და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შეხვედრის დროს, რომელიც, სწორედ, თბილისის განვითარების ფონდის საკითხს ეხებოდა, მას დავპირდი, რომ გადავცემდი კონკრეტულ ინფორმაციას ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით ვაპირებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მთავარ პროკურატურას მივაწოდო", - განაცხადა გაბუნიამ.