ივერიონი / მთავარმა პროკურატურამ 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტების გამოძიება დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტების გამოძიება დაიწყო

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტები გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე დაიბარეს.


"გუშინ მთავარი პროკურატურიდა გამომძიებელმა დავით ბაინდურაშვილმა მე და გიორგი მამაცაშვილს დაგვირეკა და დაკითხვაზე დაგვიბარა. 2 წელზე მეტი გავიდა 26 მაისის დარბევიდან, კბილაშვილის უწყებამ სააკაშვილის პროკურატურის მიერ თაროზე შემოდებულ საქმეებს ტაბუ ახსნა. აუცილებლად უნდა დაისაჯონ ჩვენი ჟურნალისტური უფლებების შემლახველნი. დიახ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის თამადობით ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა ბექა სივსივაძემ.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისის აქციის დაშლის დროს 19-მა ჟურნალისტმა ფიზიკური და მატერიალური სახის დაზიანებები მიიღო. ბექა სივსივაძეს 37 რეზინის ტყვია მოხვდა, გიორგი მამაცასვილს კი 17.

29-11-2012, 16:38
უკან დაბრუნება